9 სექტემბერი, 2025
კრედო ბანკი რეგიონებში მცხოვრები ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებასა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ინიციატივის ფარგლებში, გურიაში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ქალ მეწარმეებს ჩაუტარდათ სხვადასხვა ვორქშოფები ციფრული ცოდნის მიმართულებით: სოციალურ მედიაში ბიზნესის მართვა, თანამედროვე საბანკო სერვისები და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება.
ღონისძიების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ციფრულ ცოდნაზე, რომელიც მეწარმე ქალებს საშუალებას მისცემს თავიანთი საქმიანობა და ბიზნესი ონლაინ სივრცეშიც განავითარონ:
მონაწილეებმა გაიგეს, როგორ უწყობს ხელს ციფრული ბანკინგი და თანამედროვე ფინანსური სერვისები - როგორიცაა Mycredo ინტერნეტ და მობაილ ბანკი - მეწარმეობის განვითარებას, ფინანსების გამჭვირვალობასა და სწრაფ გადაწყვეტილებებს.
პროექტი მომავალშიც მიზნად ისახავს ქალთა მიერ მართული ბიზნესების მხარდაჭერას, მათი ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
ინიციატივა განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, გაეროს დაფინანსებით, ხოლო მონაწილეებს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება გადაეცათ კრედო ბანკის პროფესიული ჩართულობითა და მხარდაჭერით.