აგრო განვადება სეზონური გრაფიკით - მოარგე გადახდა შენს მოსავალს!
თუ არ გაქვს საშუალება შეიძინო მიწის დასამუშავებლად საჭირო მასალები, ისარგებლე კრედო ბანკის გადახდის ფუნქციით- აგრო და-ყა-ვი , რომელიც კონკრეტულად ფერმერების საჭიროებებზე მორგებული სპეციალური სასოფლო-სამეურნეო განვადებაა. აგრო და-ყა-ვი-ს გამოყენებისას, შეგიძლია ყველაფერი, რაც მეურნეობისთვის გჭირდება, დღეს შეიძინო - გადახდის გრაფიკი კი მოსავლის აღების სეზონს მოარგო.
რატომ კრედო ბანკის აგრო და-ყა-ვი?
- იხდი პროდუქტის ზუსტ ღირებულებას: მოკლევადიანი აგრო და-ყა-ვის ფარგლებში შეგიძლია ნივთის ღირებულება დაყო 4-დან 8 თვემდე და დაფარო ყოველთვიურად პროდუქტის ღირებულების შესაბამისი თანხა, დამატებითი საპროცენტო განაკვეთის გარეშე.
- უნიკალური საშეღავათო პერიოდი (0%): შეგიძლია აირჩიო ღირებულების დაყოფა 3-დან 5 თვემდე ვადით. ამ დროს ისარგებლებ სრული საშეღავათო პერიოდით - თავიდან არაფერს იხდი, სრულ თანხას კი დაფარავ მხოლოდ გრაფიკის ბოლო თვეს.
- გრძელვადიანი დაფინანსება: თუ თანხის გადანაწილება უფრო დიდ პერიოდზე გჭირდება, აგრო და-ყა-ვი საშუალებას გაძლევს ისარგებლო 24 თვემდე განაწილებით. ამ შემთხვევაშიც, გადახდის გრაფიკი შეგეძლება შენი შემოსავლის სეზონურობას მოარგო.
- 12 000 ლარამდე ლიმიტზე მუდმივი წვდომა: შეგიძლია წინასწარ დაიმტკიცო 12 000 ლარამდე განვადების ლიმიტი, რომელიც აქტიური დარჩება 12 თვის განმავლობაში. თუ ლიმიტის დამტკიცებიდან 12 თვის განმავლობაში ახალი ინვენტარი დაგჭირდა, შეგიძლია მისი ღირებულება დაყო დამატებითი პროცედურებისა და ღირებულების გარეშე.
- ხელმისაწვდომობა ყველა ტიპის შემოსავლისთვის: არ არის აუცილებელი განვადების უზრუნველყოფა სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით. კრედო ბანკი განიხილავს ნებისმიერი ტიპის სტაბილურ შემოსავალს: ხელფასი, ფულადი გზავნილები, შემოსავალი ტურისტული საქმიანობიდან და ა.შ.
როგორ ვისარგებლო გადახდის ფუნქციით- აგრო დაყავი?
ბევრ ფერმერს აინტერესებს, როგორ აიღოს აგრო დაყავი მაქსიმალურად მარტივად და უფრთხის გრძელ, რთულ პროცედურებს. პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია. კრედო ბანკი რამდენიმე გზას გთავაზობს, შენ კი შეგიძლია ის აირჩიო, რომელიც ყველაზე კომფორტულად გეჩვენება:
- Mycredo მობაილ ბანკიდან: მოითხოვე განვადების ლიმიტის დამტკიცება პირდაპირ ვებგვერდიდან ან Mycredo ინტერნეტ და მობაილბანკში შენი სმარტფონიდან
- ადგილზე, მაღაზიაში: ეწვიე კრედო ბანკის პარტნიორ აგრო მაღაზიებს, განვადებით სასურველი პროდუქციის შესაძენად და ადგილზევე, განვადების ოფიცერთან გააფორმე განაცხადი
- სოფლის კონსულის დახმარებით: დაუკავშირდი შენს სოფლის კონსულს, რომელიც ადგილზე მოვა და დაგეხმარება პროცესის გავლაში
- სერვისცენტრებში: მობრძანდი კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში დეტალური კონსულტაციისთვის
- ონლაინ, ჩვენს ვებგვერდზე: შეავსე განაცხადი პირდაპირ გვერდიდან