დაიცავი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან - დააფასე შენი შრომა როგორც იმსახურებს!
კარგი მოსავლის მიღება დიდ დროსა და შრომას ითხოვს, თუმცა ერთი ძლიერი სეტყვა, წყალდიდობა ან ყინვა ხშირად საკმარისია, რომ მთელი წლის ნაწვალები წყალში ჩაიყაროს. თუ გინდა გაწეული ძალისხმევა და ხარჯები დაიცვა, აგროდაზღვევა ხშირად საუკეთესო გამოსავალია.
თუ დარწმუნებული არ ხარ რომ თანხის ერთიანად დაფარვას შეძლებ, კრედო ბანკში შეგიძლია ალდაგის მოსავლის დაზღვევა განვადებით შეიძინო - ასე შეძლებ გადახდის გრაფიკი შენი მოსავლის ციკლს მოარგო.
რატომ უნდა შეიძინო მოსავლის დაზღვევა?
მოსავალი სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს, რომლის შეფასებისა და ანაზღაურების დროსაც ისეთი დეტალებია გასათვალისწინებელი, რომლებიც სტანდარტული დაზღვევის პირობებს არ ერგება. ალდაგის მოსავლის დაზღვევის პოლისი კი პირიქით, ზუსტად ფერმერის საჭიროებებზეა მორგებული.
- მარტივად ერგება შემოსავალს ნებისმიერი მეურნეობიდან: ჩვენთან აგრო დაზღვევის შეძენის მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ არ გჭირდება ერთიანად გადაიხადო სრული საფასური. პოლისზე მოქმედებს მოქნილი განვადების პირობები და საშეღავათო პერიოდი - შეიძინე დღეს მინიმალური დანახარჯით და მოარგე გადახდის გრაფიკი შენი მოსავლის აღებას.
- მომენტალური ანაზღაურება: კრედო ბანკში აგროდაზღვევის შეძენის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" ზარალს უმოკლეს დროში აანაზღაურებს.
- სრული დაცვა მთავარი რისკებისგან: "ალდაგის" პოლისი გიცავს ყველა ძირითადი სტიქიური მოვლენისგან, რომელმაც შეიძლება შენს მოსავალს საფრთხე შეუქმნას. განსაკუთრებით აქტუალურია მოსავლის დაზღვევა სეტყვაზე, ასევე წყალდიდობაზე, ქარიშხალსა და ადრეულ საშემოდგომო ყინვაზე (ციტრუსებისთვის).
რა კულტურების დაზღვევა შეგიძლია?
"ალდაგის" მოსავლის დაზღვევა ფარავს საქართველოში გავრცელებული კულტურების უმეტესობას:
- ვაზი
- მარცვლეული
- პარკოსნები
- ბოსტნეული
- ხეხილი
- კენკრა
- კაკლოვნები/თხილეული
- სუბტროპიკული კულტურები
- ციტრუსი
როგორ შევიძინო კრედო ბანკში მოსავლის დაზღვევა?
დაზღვევის პოლისზე დეტალური ინფორმაციის მიღება და შეძენა შეგიძლია კრედო ბანკის სერვისცენტრებში - გვეწვიე უახლოეს ფილიალში და ჩვენი წარმომადგენლები დეტალურად გაგაცნობენ პირობებს.
კრედო ბანკში ასევე მსხვილფეხა საქონლის დაზღვევის სერვისიც შეგიძლია გამოიყენო.
მოსავლის დაზღვევის უპირატესობები
- მოსავლის დაზღვევის მარტივი პროცედურა
- სადაზღვევო პაკეტის განვადებით შეძენის შესაძლებლობა
- მომენტალური ანაზღაურება ზარალის დადგომის შემდეგ
- სახელმწიფო სუბსიდირებით სარგებლობა
- საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობა
- სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა წელიწადის ნებისმიერ დროს