ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

სადეპოზიტო სერტიფიკატი "მწვანე ანაბარი"

შეინახე დანაზოგი უსაფრთხოდ და ამავდროულად, დაეხმარე გარემოს!

მწვანე ანაბარი

შეიძინე "მწვანე ანაბარი" - ინოვაციური სადეპოზიტო სერტიფიკატი, რომელიც კრედო ბანკმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნა.


შეინახე თანხა უსაფრთხოდ, მიიღე სარგებელი და, რაც მთავარია - შეიტანე შენი წვლილი გარემოს დაცვასა და გაუმჯობესებაში.


როგორ გამოიყურება შენი წვლილი გარემოს დაცვაში?


შენ მიერ განთავსებული თანხის შესაბამისი სარგებლის 0.5%-ს, როგორც ბუნების მეგობარი, უთმობ აღნიშნულ პროექტს, რომელზეც კრედო ბანკი თავის მხრივ ანალოგიურად 0.5%-ს ამატებს. ჯამური სარგებლის 1%-ის შესაბამისი თანხა, შენი თანამონაწილეობით გროვდება პროექტის ფონდში, რაც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი აქტივობების დაფინანსებას.


პროექტის დეტალების გასაცნობად ეწვიე ბმულს.


შემოგვიერთდი, გახდი ბუნების მეგობარი!

პირობები

  • ანაბრის ვალუტა: ლარი
  • პირველადი მინიმალური შენატანი: 1,000 ერთეული
  • ანაბრის ვადა: 1 წელი
  • საპროცენტო სარგებლის დარიცხვა: ყოველდღიურად, წელიწადში 365 დღეზე დაანგარიშებით
  • სერტიფიკატის ვადაზე ადრე დარღვევა: არ არის დაშვებული
  • სერტიფიკატზე თანხის დამატება: არ არის დაშვებული
  • ხელშეკრულების პირობები: იხილე აქ

 

*2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

პროდუქტით სარგებლობის ინსტრუქცია

მწვანე სადეპოზიტო სერტიფიკატის ყიდვა შეგიძლია მოითხოვო:

 

თუ ჯერ არ გაქვს მობაილ ბანკი:

  • გადმოწერე Mycredo აპლიკაცია
  • გაიარე ავტორიზაცია ან რეგისტრაცია მარტივად
  • "ჩემი პროდუქტების" გვერდზე ანაბრებში - აირჩიე "მწვანე ანაბარი"
  • მიჰყევი მარტივ საფეხურებს. დახმარებისთვის კი დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე: *4242

საპროცენტო სარგებელი


*მოცემული ტარიფები მოქმედებს მობაილ ბანკიდან ანაბრის გახსნის შემთხვევაში. 

ანაბრის სერვისცენტრში გახსნისას კი ისარგებლებთ ლარში (-0,20%) სარგებლის პირობით.

დაინტერესდი?