ხელფასის დღემდე ჯერ კიდევ დროა, მაგრამ მოულოდნელად ფული დაგჭირდა? კრედო ბანკის სახელფასო ოვერდრაფტი დაგეხმარება უფრო მოქნილად გაანაწილო შენი ფინანსები. ოვერდარფტის გამოყენებით ნებისმიერ დროს შეძლებ დამატებით 5 000 ლარამდე თანხა მიიღო და მოულოდნელ ხარჯებს მარტივად გაუმკლავდე.
დაივიწყე დისკომფორტი - გამოიყენე დამტკიცებული ლიმიტი მომენტალურად და დაფარე ავტომატურად, ხელფასის ჩარიცხვისთანავე.
რატომ კრედო ბანკის სახელფასო ოვერდრაფტი?
ჩვენი ოვერდრაფტი შექმნილია შენი კომფორტისთვის - პროდუქტი სწრაფი, მოქნილი და მარტივია:
- მყისიერი წვდომა ოვერდრაფტის დამტკიცებისთანავე: სარეზერვო თანხაზე წვდომას იმწამსვე მიიღებ, როდესაც შენი ოვერდრაფტის ლიმიტი დამტკიცდება. გამოიყენე ლიმიტი ნებისმიერი საჭიროებისთვის.
- გამოიყენე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში: კრედო ბანკის ოვერდრაფტი შეგიძლია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენო, როგორც პლასტიკური ბარათის დახმარებით, ისე Mycredo მობაილ ბანკით, რომლითაც ანგარიშს სრულად მართავ.
- ზუსტი პროცენტის დარიცხვა დღიურად: ჩვენთან ზედმეტს არასდროს გადაიხდი. პროცენტი დაგერიცხება დღიური სიზუსტით - მხოლოდ ათვისებულ თანხაზე, რომელსაც რეალურად გამოიყენებ და არა მთლიან ლიმიტზე.
- ავტომატურად განახლებადი ლიმიტი: როდესაც ოვერდრაფტის გამოყენებული ნაწილს დაფარავ, ლიმიტი კვლავ სრულად განახლდება და სრულად ხელმისაწვდომი გახდება ხელახლა გამოსაყენებლად.
კრედო ბანკის ოვერდრაფტის პირობები
- ოვერდრაფტის ლიმიტი: 5,000 ლარამდე
- სესხის მინიმუმი: 200 ლარი
- სესხის მაქსიმუმი: ხელფასის 90%
- სესხის მაქსიმალური ვადა: 12 თვე
- მომსახურების საკომისიო: 0%
- სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო: 0%
- ბარათიდან განაღდების საკომისიო: ბარათის განაღდების ტარიფის შესაბამისად
- სალაროდან განაღდების საკომისიო: თანხის ანგარიშიდან გატანის ტარიფის შესაბამისად
- იხილე ხელშეკრულების პირობები
როგორ მივიღო ოვერდრაფტი?
იმისთვის, რომ ჩვენი სახელფასო ოვერდრაფტით სარგებლობა შეძლო, საჭიროა ბოლო 3 (სამი) თვის ხელფასი კრედო ბანკის ანგარიშზე გერიცხებოდეს.
თუ ამ მოთხოვნას აკმაყოფილებ, მაშინ ოვერდრაფტის განაცხადის შევსება შეგიძლია კრედო ბანკის ნებისმიერ უახლოეს სერვისცენტრში. ოვერდრაფტის განაცხადი ონლაინ არ ივსება.
პროდუქტზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გვეწვიე ნებისმიერ სერვისცენტრში და გაიარე კონსულტაცია ჩვენი გუნდის წევრთან.
სახელფასო ოვერდრაფტის უპირატესობები
- ლიმიტით სარგებლობა დამტკიცებისთანავე
- 5000 ლარამდე სარეზერვო თანხა
- პროცენტის დარიცხვა დღიური სიზუსტით
- ოვერდრაფტით სარგებლობა მსოფლიოს ყველა წერტილში
- ანგარიშის მართვა Mycredo მობაილ ბანკის საშუალებით