საზღვარგარეთ მოგზაურობისას ინტერნეტზე მუდმივი წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კრედო ბანკის Visa Platinum ბარათით შეგიძლია ისარგებლო VISA-სა და Roamingo-ს სპეციალური შეთავაზებით, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
რას მიიღებ?
შეიძინე Roamingo-ს 5GB ინტერნეტ პაკეტი სპეციალურ ფასად და მიიღე დამატებით 2GB საჩუქრად.
გაითვალისწინე - ნებისმიერი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის შეძენისას ავტომატურად მიიღებ Always On ფუნქციას.
რა არის Always On?
Always On ფუნქცია საშუალებას გაძლევს დარჩე კავშირზე მაშინაც კი, როდესაც ძირითადი ინტერნეტ პაკეტი ამოიწურება.
მისი დახმარებით შეძლებ:
- ახალი ინტერნეტ პაკეტის შეძენას
- რუკებისა და ნავიგაციის გამოყენებას
- კომუნიკაციის გაგრძელებას
- საჭირო ონლაინ სერვისებზე წვდომას
ასე, ინტერნეტის ამოწურვის შემთხვევაშიც კი, შეძლებ საჭირო მოქმედებების შესრულებას დამატებითი შეფერხების გარეშე.
სად მოქმედებს შეთავაზება?
შეთავაზება ვრცელდება:
- ევროპის ქვეყნებში
- თურქეთში
როგორ ისარგებლო შეთავაზებით?
თუ უკვე გაქვს კრედო ბანკის VISA Platinum ბარათი:
- გადადი Roamingo-ს პლატფორმაზე
- აირჩიე სასურველი ინტერნეტ პაკეტი
- გადაიხადე კრედო ბანკის VISA Platinum ბარათით
- ავტომატურად მიიღე შეთავაზებით გათვალისწინებული უპირატესობები
თუ ჯერ არ გაქვს VISA Platinum ბარათი:
გახდი კრედო რჩეული მომხმარებელი, შეუკვეთე Visa Platinum ბარათი Mycredo მობაილ ბანკიდან ან ეწვიე კრედო ბანკის სერვისცენტრს, მიიღე ბარათი და ისარგებლე Visa-სა და Roamingo-ს სპეციალური შეთავაზებით.