კრედო ბანკი მუდმივად უწყობს ხელს კერძო სექტორის გაძლიერებას, ამჯერად კი EBRD-თან პარტნიორობით, საქართველოში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო, ტურისტული თუ ურბანული ბიზნესების მხარდასაჭერად, მომხმარებლებს რომლებიც კრედო ბანკის დახმარებით მსხვილ თუ წვრილ ინვენტარს შეიძენენ, ბანკი 10%-მდე თანხას ქეშბექის სახით ანგარიშზე დაუბრუნებს.

პროექტის ფარგლებში, ქეშბექით სარგებლობისთვის შეგიძლიათ შეავსოთ ონლაინ განაცხადი, დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ცენტრის ნომერზე *4242 ან მიმართოთ კრედო ბანკის სასურველ სერვისცენტრს, სესხის ოფიცრის დახმარებით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და წარმოადგინოთ საჭირო დოკუმენტაცია, რომლის მოგვარებაშიც ბანკის წარმომადგენელი დაგეხმარებათ.

საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც პროექტით განსაზღვრული მიზნობრიობით ისარგებლებს:

  • ტრაქტორები
  • ტრანსპორტი (მაგ: პიკაპი)
  • ტექნიკა - სარწყავი მოწყობილობა, კონდიციონერი, მაცივარი და ა.შ
  • წყლის გამაცხელებელი (ქვაბი)
  • გამაგრილებელი მოწყობილობები
  • სარწყავი მოწყობილობები
  • ძრავები და ტუმბოები
  • მზის პანელები
  • საწარმოო პროცესის ტექნოლოგია/ დანადგარები
  • თბოიზოლაციის სისტემები
  • მეორადი წყლის გადამამუშავებელი რეზერვუარები
  • ენერგო ეფექტური/ მეტალპლასტმასის კარ ფანჯრები

მიზნობრიობების დეტალური ჩამონათვალი ასევე მოცემულია: ბმულზე

ქეშბექით სარგებლობისთვის :

1. მომხმარებელი უნდა იყოს იურიდიული პირი ან ინდ. მეწარმე

2. თანხის მაქსიმალური ოდენობა <=200,000 დოლარის/ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში

3. მიზნობრიობების ჩამონათვალი იხილეთ - დანართში

ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 10%

EBRD - ის მიერ ქეშბექით განსაზღვრული თანხა მომხმარებლის ანგარიშზე ჩაირიცხება საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობიდან მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში.