ხშირად მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა ისეთ დროს გვიწევს, როდესაც საერთოდ არ ვგეგმავდით. შეიძლება ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან ავეჯის ყიდვა დაგვჭირდეს ან სულაც საცხოვრებელი ადგილი შევიცვალოთ და ყველაფერი ერთად დაგვჭირდეს. ასეთ მომენტში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ის თანხა, რაც ხელზე გვაქვს, საკმარისი არ არის. მსგავს შემთხვევებში განვადება ხშირად ყველაზე პრაგმატული გამოსავალია. ამ გზით დიდი ხარჯის გაწევა ისე შეიძლება, რომ ყოველთვიურ ბიუჯეტს დიდად არ დააწვეს და არც დანაზოგის გახარჯვა მოგვიწევს.
მაგრამ ისეც ხდება, რომ განვადების გაკეთება შესაძლოა უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ ტექნიკის განახლება ან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა ისეთ დროს დაგჭირდა, როცა ლიმიტის ნაწილი უკვე გახარჯული გაქვს, ხოლო გადახდა ჯერ არ დაგისრულებია. მსგავს შემთხვევაში, პირველი, რაც უნდა გააკეთო, არის ბანკისთვის განვადების ლიმიტის გაზრდის თხოვნით მიმართვა.
ბევრი ფიქრობს, რომ განვადების ლიმიტი, რომელიც პირველი განაცხადისას მტკიცდება აღარ გაეზრდება. ბანკი ლიმიტს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს. თუ დროთა განმავლობაში შენი ფინანსური სიტუაცია უმჯობესდება - გეზრდება შემოსავალი, ასრულებ სესხის გადახდას და ა.შ. ლიმიტიც გაგეზრდება. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ 5 ნაბიჯს, რომელიც ამისთვის უნდა გადადგა.
იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში ლიმიტის გაზრდა შეძლო, პირველ რიგში კარგად უნდა იცოდე რა ინფორმაციას იყენებს ბანკი. უშუალოდ გაზრდის გზებზე საუბრამდე, აუცილებელია თავად განვადების ლიმიტის გაგება. ბევრს ჰგონია, რომ ყველაფერს ყოველთვიური ხელფასის რაოდენობა წყვეტს. რეალურად კი ბანკი ყურადღებით აფასებს სხვადასხვა ფაქტორები როგორ აბალანსებენ ერთმანეთს და კომპლექსური ინდივიდუალური ანალიზის საფუძველზე ადგენს ყველა კონკრეტული მომხმარებლისთვის ოპტიმალურ თანხას.
შემოსავლის წყარო და მისი სტაბილურობა ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ყველა ფინანსური ინსტიტუტი სამომავლო თვიური შენატანის დაფარვის რისკებს სწორედ მომხმარებლის ფინანსური ნაკადისა და ამ ნაკადზე პოტენციური ზეწოლის გათვალისწინებით აფასებს.
მეორე კრიტიკული კომპონენტია საკრედიტო ისტორია. წარსული ფინანსური ქცევა პირდაპირ აჩვენებს, რამდენად სანდო გადამხდელია მომხმარებელი. ისტორიაში დაფიქსირებული თითოეული დროული თუ დაგვიანებული გადახდა ზრდის ან ამცირებს ბანკის თვალში გადამხდელის სანდოობას და შესაბამისად, განვადების პოტენციურ ლიმიტსაც.
მესამე კომპონენტი არსებული ფინანსური ვალდებულებებია. აქტიური სესხები პირდაპირ ზღუდავს ყოველი შემდგომი სესხის გაცემის ალბათობას. განვადება, თავისი არსით, სესხის ნაირსახეობაა, რომელიც მომხმარებელზე თვიურ ფინანსურ წნეხს ზრდის. რაც უფრო ნაკლებია თავისუფალი ფულადი სახსრები და მაღალია ყოველთვიური ფინანსური ტვირთი, მით ნაკლები იქნება განვადების ლიმიტიც.
დაბოლოს, დასაქმების სტაჟი და სამუშაო ადგილი გარკვეულ სიტუაციებში შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს. მაგალითად, მაღალი დაფინანსების შემთხვევაში შესაძლოა ბანკმა შედარებით მაღალი ლიმიტი დააწესოს, თუ მომხმარებლის დასაქმების ისტორია კონკრეტულ ადგილას გრძელვადიანი და სტაბილურია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი ამ ფაქტორებს განყენებულად არ აანალიზებს. ყველა მათგანი ერთიანობაში განიხილება და საბოლოო ხელმისაწვდომ თანხასაც ერთიანობა განსაზღვრავს.
უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინე რომ ლიმიტის გასაზრდელად დრო დაგჭირდება. თუ ბანკმა გუშინ 5 000 ლარი დაგიმტკიცა, ორ კვირაში 10 000-ს არ დაგიმტკიცებს. შენი ფინანსური მდგომარეობის უკეთესობისკენ ცვლილება დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.
მეორე მხრივ კი, თუ ყველა პოზიტიურ ცვლილებას შესაბამისად დააფიქსირებ, ლიმიტის გაზრდას არც ისე დიდი დრო დასჭირდება. აი 5 რამ, რაც ამისთვის შეგიძლია გააკეთო:
მაღალი საკრედიტო ქულა ბანკს უმტკიცებს რომ სანდო გადამხდელი ხარ. ჯანსაღი ისტორია მთავარი დასტურია იმის, რომ წარმატებული საბანკო ურთიერთობა გაქვს. საკრედიტო ქულის გასაუმჯობესებლად ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული ფინანსური ვალდებულებების სრულად და დროულად დაფარვა. დაგვიანებულმა გადახდამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საკრედიტო ისტორიასა და მომავალში დაფინანსების მიღების შესაძლებლობაზე.
თუმცა, გახსოვდეს, საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესება საკმაოდ მარტივია. მნიშვნელოვანია, რომ დროთა განმავლობაში დადებითი საკრედიტო ისტორია შექმნა. ამისთვის რამდენიმე შედარებით მცირე ვალდებულების წარმატებით დაფარვაა საჭირო. შეგიძლია აიღო მცირე სამომხმარებლო სესხი ან უკვე დამტკიცებული დაბალი განვადების ლიმიტი ჯერ რამე უფრო მცირემასშტაბიანი შენაძენისთვის გამოიყენო. შეგიძლია სულაც დაყავი სერვისით ისარგებლო და მოკლე ვადაში დაფარო ახალი ვალდებულება დამატებითი პროცენტების გარეშე. თანმიმდევრული გადახდების პროცესი ბანკს აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ვალდებულებებს პასუხისმგებლიანად ასრულებ.
რაც უფრო სრულად და გამჭვირვალედ დოკუმენტირებულია შენი ფინანსური მდგომარეობა, მით უფრო პოზიტიურია ბანკის მიდგომაც. აუცილებელია ყველა არსებული შემოსავლის წარმოდგენა. განაცხადში ბევრი მხოლოდ ყოველთვიურ ხელფასს აფიქსირებს, მაშინ როცა პარალელურად სხვა ფულადი ნაკადიც შეიძლება ჰქონდეს. არადა ეს ნიშნავს, რომ ბანკი ვერ ხედავს შენს რეალურ გადახდისუნარიანობას და ლიმიტსაც შესაბამისად აწესებს.
მაგალითად, წარმოიდგინე, გრაფიკული დიზაინერი რომელიც სააგენტოშია დასაქმებული, მაგრამ პერიოდულად პირად შეკვეთებს იღებს. ან ხელოსანი, რომელსაც აქვს მცირე სასოფლო-სამეურნეო მეურნეობა რეგიონში. ან ტაქსის მძღოლი, რომელიც პარალელურად ოთახს აქირავებს. ეს ადამიანები პერიოდულად იღებენ დამატებით ანაზღაურებას - ცალკეული პროექტიდან, სეზონური მოსავლიდან, ტურისტულ სეზონზე ოთახზე გაზრდილი მოთხოვნიდან. მაგრამ რადგან შემოსავალი არასტაბილურია, ფიქრობენ რომ დიდ როლს არ ითამაშებს. სინამდვილეში, კრედო ბანკის განვადების ლიმიტი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაგეზარდოს, თუ გაითვალისწინებ შემოსავლის ყველა, მათ შორის მცირე და არარეგულარულ, წყაროს.
მნიშვნელოვანია შემოსავლის წყაროებისა და მათი ოდენობის შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურება. თუ დარწმუნებული არ ხარ კონკრეტულად შენს შემთხვევაში რა მიდგომა იქნება მიზანშეწონილი, ყოველთვის შეგიძლია კრედო ბანკის წარმომადგენელს გაესაუბრო.
ს მომხმარებელი, რომლის ფინანსური ქცევაც ბანკისთვის დეტალურად არის ცნობილი, ბანკისთვის მისი ფინანსური მდგომარეობისა და ქცევის შეფასება უფრო მარტივია.
კრედო ბანკის მომხმარებლისთვის გაცილებით მარტივია განვადების ლიმიტის გაზრდა. თუ Mycredo მობაილ და ინტერნეტ ბანკს იყენებ ყოველდღიური წვრილმანი ტრანზაქციებისთვის, კომუნალურ გადასახადების პირდაპირ აპლიკაციიდან იხდი და გაქვს ანაბარი ან საკრედიტო ბარათი, ეს შენს მაღალ ჩართულობაზე მიუთითებს. ი სტაბილური აქტივობა შენდამი, როგორც მომხმარებლისადმი, ნდობას ამყარებს.
ტექნიკური სიზუსტე ნებისმიერი საბანკო მომსახურებისას გადამწყვეტ როლს თამაშობს. არსებობს შემთხვევები, როცა მომხმარებელს დაბალი ლიმიტი უმტკიცდება, მხოლოდ იმის გამო, რომ განაცხადის შევსებისას შეცდომა დაუშვა, საჭირო ინფორმაცია არასრულად მიაწოდა ბანკს ან სავალდებულო გრაფები შესაბამისად არ შეავსო.
მაგალითად, თუ განვადების ლიმიტის გაზრდას ითხოვ იმიტომ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდა (მაგალითად, სამსახურში დაგაწინაურეს, ხელფასი მოგემატა ან ძველი სესხი სრულად დაფარე), ბანკს სრულად უნდა მიაწოდო განახლებული მონაცემები - სხვანაირად ლიმიტი არ გაგეზრდება.
კრედო ბანკის განვადების სერვისის ფარგლებში, შესაძლებელია მაქსიმუმ 12 000 ლარის წინასწარ დამტკიცება. განვადების გაფორმება შესაძლებელია 3-დან 48 თვემდე, თუმცა პარტნიორ ობიექტებს აქვთ უფლება ინდივიდუალურად გადაწყვიტონ თვეების მაქსიმალური რაოდენობა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ კრედო ბანკის შემოთავაზებული მაქსიმუმ 48 თვეა, პარტნიორ ობიექტში შესაძლოა განვადების მაქსიმალური ვადა 12 თვე იყოს.
განვადების ლიმიტი კრედო ბანკში ბანკში აქტიურია მიღებიდან სრული 12 თვის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ თანხის ათვისება აუცილებელი არ არის დამტკიცების დღესვე ან თუნდაც იმავე თვეს. შეგიძლია სულაც არ აითვისო, თუ შენთვის საჭირო ნივთი გაყიდვაში არ გამოჩნდა და 12 თვის შემდეგ უბრალოდ განაახლო ლიმიტი. აუთვისებელ თანხაზე საკომისიო არ გეკისრება. გადახდას იწყებ მხოლოდ იმ მომენტიდან, როცა კონკრეტული ნივთს შეიძენ და მხოლოდ იმ თანხაზე, რასაც ხარჯავ.