ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

4 ივლისი, 2025

მაღალსარგებლიანი ანაბრები კრედო ბანკში

ყველა დიდი მიზანი პატარა სწორი ნაბიჯებით იწყება!

ხშირად გიფიქრია ფულის გადადება ღირს თუ არა ან სად არის უსაფრთხო და შედეგიანი მისი შენახვა?!


ეს კითხვები თითქმის ყველას გვაწუხებს, რადგან ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ჩვენს ცხოვრებისეულ რიტმს განსაზღვრავს.

რატომღაც, ფულის გადადება ხშირად "მომავლის საქმედ" მიგვაჩნია, გადავდებთ როცა გვეცლება, როცა მეტი შემოსავალი გვექნება, როცა… მერე, ერთ თვეში ან არასდროს. მაგრამ რეალურად, დროული ანაბრის გახსნა, მომავალზე გააზრებული ზრუნვის საწინდარია.


ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი მიზანი: ბინის შეძენა, შვილების განათლება, მოგზაურობა, ან უბრალოდ ფინანსური სიმშვიდე.

რაც არ უნდა იყოს შენი მიზანი - ფინანსების სწორად დაგეგმვა მისკენ სავალი გზის პირველი ნაბიჯია.

სწორედ აქ ჩნდება კითხვა: რა გზით დააგროვო თანხა ისე, რომ უსაფრთხოდ იყო და ამასთან სარგებელიც მიიღო?

კრედო ბანკის მაღალსარგებლიანი ანაბრების მრავალფეროვნება გაძლევს საშუალებას, თავად აირჩიო თანხის შეგროვების ის გზა, რომელიც საუკეთესოდ ერგება შენს ცხოვრების სტილსა და ფინანსურ მიზნებს.


მაგალითად, თუ გსურს, მცირე თანხით დაიწყო და თანდათანობით გაზარდო დანაზოგი, შეგიძლია გახსნა ზრდადი ანაბარი, რომელიც არ საჭიროებს სავალდებულო ყოველთვიურ შენატანს, თუმცა მაინც გაძლევს დაგროვების უსაფრთხო და სარგებლიან საშუალებას.


თუ უკვე გაქვს გარკვეული მიზანი, იქნება ეს მოგზაურობა, ბინის რემონტი თუ ახალი ჩანაფიქრის განხორციელება, მიზნობრივი ანაბარი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამ ფორმით შეძლებ თანხის ეტაპობრივად დამატებას და თან ყოველდღიურად მიუახლოვდები შენს მიზანს.


სტაბილური სარგებლის მისაღებად შეგიძლია აირჩიო ვადიანი ანაბარი, ფიქსირებული ვადითა და მაღალი საპროცენტო განაკვეთით. თავად განსაზღვრავ, გსურს სარგებელი ყოველთვიურად მიიღო, თუ ვადის ბოლოს ერთიანად.


კრედო ბანკში ანაბრის გახსნა ნიშნავს, რომ სწორად მართავ შენს ცხოვრებისეულ ფინანსურ სტრატეგიებს. ირჩევ კომპანიას, რომელსაც ასიათასობით მომხმარებელი ენდობა და გარანტირებულად იღებ დამატებით - მაღალ სარგებელს


შეარჩიე სასურველი ტიპის ანაბარი, გახსენი წამებში Mycredo მობაილ ბანკიდან ან ეწვიე კრედო ბანკის სერვისცენტრს და გადადგი შენი მომავლისკენ კიდევ ერთი ფინანსურად გონივრული ნაბიჯი!

მსგავსი ბლოგები