Mycredo - ინტერნეტ და მობაილ ბანკი ფიზიკური პირებისთვის
კრედო ბანკი კომფორტულ და თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ, ინტერნეტ და მობაილ ბანკს Mycredo-ს გთავაზობთ, რომელიც დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას და გაგიმარტივეთ საბანკო სერვისებით სარგებლობას!
Mycredo საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების მისაღებად ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი ალტერნატივაა, რომლის მეშვეობითაც უმარტივესად, ნებისმიერ დროს (24/7) ნებისმიერი ადგილიდან, ინტერნეტ მეგაბაიტების გარეშეც კი შესაძლებელია იმ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების განხორციელბა, რომლის გამოც აქამდე ბანკში ვიზიტი იყო აუცილებელი
- ონლაინ რეგისტრაცია სახის ამომცნობი ფუნქციონალით
- ანგარიშის და არსებულ ანგარიშზე სასურველი ვალუტის დამატება
- თანხის გადარიცხვა როგორც საკუთარ, ასევე სხვის ანგარიშზე, ბანკის შიგნით პირდაპირ სატელეფონო კონტაქტებიდან
- თანხის გადარიცხვა სხვა ბანკის ანგარიშზე - ყოველგვარი საკომისიოს გარეშე
- შესრულებული ტრანზაქციის ადრესატისთვის გაზიარება, სქრინშოთის საშუალებით და ამონაწერის ჩამოტვირთვის მარტივი შესაძლებლობა
- კომუნალური გადახდები საკომისიოს გარეშე, კომუნალური კალათით სარგებლობა ერთი კლიკის პრინციპით
- მობილური ბალანსის შევსება - საკომისიოს გარეშე
- სახაზინო გადახდების განხორციელება საკომისიოს გარეშე
- ანაბრის გახსნა და თანხის დამატება მომენტალურად
- ფულადი გზავნილის ონლაინ განაღდება 24/7- ვალუტის კონვერტაციის საუკეთესო კურსით
- პლასტიკური ბარათის შეკვეთა/ გააქტიურება - უფასოდ, სასურველ მისამართზე მიწოდებით
მათ შორის, სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი, ეროვნული პლასტიკური ბარათი - მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიწოდებით - ახალი ციფრული Visa ბარათის შეკვეთა/გააქტიურება უფასოდ და უკონტაქტო გადახდების განხორციელება Google/Apple Pay-ის საშუალებით.
- სესხის მოთხოვნა და დამტკიცებული სესხის ხელშეკრულების ონლაინ დადასტურება
- მოხმარებელსა და ბანკს შორის შეტყობინებების მარტივი გაცვლა
- პრომო კოდით მეგობრის, ახლობლის ან პარტნიორის მოწვევის შესაძლებლობა
- პროფილის მომენტალური განბლოკვა და დაკარგული პაროლის აღდგენა
- ენები- საერთაშორისო ენების გარდა აპლიკაციით სარგებლობა: მეგრულ, სვანურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე
იხილეთ ინტერნეტ და მობაილ ბანკის გამოყენების ინსტრუქცია, გადმოწერეთ Mycredo თქვენს სმარტფონში, ან ისარგებლეთ განახლებული ინტერნეტ ბანკით www.mycredo.ge დარეგისტრირდით მარტივად სახის ამომცნობი ფუნქციონალის საშუალებით ,
დაზოგეთ დრო და ხარჯები, თავიდან აირიდეთ რიგში დგომა და სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე შეასრულეთ სასურველი საბანკო ოპერაციები ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან!
გაციფრულდი,
შეამცირე მანძილი შენსა და ბანკს შორის!
გადმოწერე Mycredo: Android / IOS