ინტერნეტ ბანკი
ვიდეო ბანკი
კრედო ბანკი

მოთხოვნამდე ანაბარი

სრული კონტროლი შენს ფინანსებზე - შეიტანე რამდენიც გინდა, გამოიტანე როცა გინდა!

მოთხოვნამდე ანაბარი

გინდა ფულის მოგროვება, მაგრამ ვადიანი ანაბარი არ არის საკმარისად მოქნილი? - კრედო ბანკის მოთხოვნამდე ანაბარი დაგეხმარება. პროდუქტი ზედგამოჭრილია მასზე, ვისაც სურს თანხა მაქსიმალურად მოქნილად აკონტროლოს და ნებისმიერ დროს გამოიყენოს, სარგებლის დაკარგვის გარეშე. 


ეს არის თანამედროვე დამზოგველი ანაბარი, რომელიც არ გზღუდავს – შეინახე და დაამატე რამდენიც გინდა, გაიტანე როდესაც გინდა და მიიღე საპროცენტო სარგებელი ყოველდღიურ ნაშთზე. დაიწყე ფულის შენახვა და სარგებლის მიღება ერთდროულად!


რატომ უნდა აირჩიო კრედო ბანკის მოთხოვნამდე ანაბარი?


ჩვენი მიმდინარე ანაბარი მომხმარებელზე სრულად პერსონალიზებული განკარგვის უფლებით აერთიანებს და ერთდროულად უზრუნველყოფს:

  • შეუზღუდავი წვდომას და სრულ თავისუფლებას: კრედო ბანკის მოთხოვნამდე ანაბარი არის ანაბარი შეზღუდვების გარეშე. შეგიძლია ნებისმიერ დროს, ულიმიტოდ შეავსო ანგარიში ან გაიტანო თანხა, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე. იდეალურია როგორც ყოველდღიური ფინანსების სამართავად, ისე მოულოდნელი ხარჯებისთვის განკუთვნილი დანაზოგის შესანახად.
  • დანაზოგი, რომელიც მუდმივად იზრდება: ჩვეულებრივი მიმდინარე ანგარიშისგან განსხვავებით, კრედო ბანკის დამზოგველ ანაბარზე თანხას ერიცხება საპროცენტო სარგებელი. ყოველი თეთრი გაძლევს სარგებელს, მაშინაც კი, როცა ფულს უბრალოდ უსაფრთხოდ ინახავ.
  • გამარტივებული და თანამედროვე მართვა: გახსენი და მართე ანაბარი მარტივად, სასურველი არხით. ისარგებლე თანამედროვე სერვისებით, როგორიცაა Mycredo აპლიკაცია ან ინოვაციური ვიდეობანკინგი, სერვისცენტრში მისვლის გარეშე.
  • უსაფრთხოება და სიმშვიდე: თანხა სრულად დაცულია დეპოზიტების დაზღვევის სისტემით.

პირობები

ჩვენი ურთიერთობა შენთან სრული გამჭვირვალობის პრინციპებს ეფუძნება. გახსნამდე შეგიძლია დეტალურად გაეცნო მოთხოვნამდე ანაბრის პირობებს, რათა დარწმუნდე, რომ შენთვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს ირჩევ. 

მოთხოვნამდე ანაბრის სარგებელი შეიძლება დაგერიცხოს ყოველდღე ან ყოველთვე, როგორც თავად აირჩევ. აუცილებლად ყურადღებით გაეცანი პირობებს, რომ არჩევანი მაქსიმალურად მორგებული იყოს შენს საჭიროებებს

  • ანაბრის ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი, ევრო
  • მინიმალური შენატანი: 10 ერთეული (შესაბამის ვალუტაში)
  • სავალდებულო მინიმალური ნაშთი: არ მოითხოვება
  • სარგებლის დარიცხვა: ყოველი მომდევნო თვის პირველ კალენდარულ დღეს
  • თანხის შეტანა/გატანა: შეუზღუდავად
  • იხილე ხელშეკრულების პირობები: ყოველდღიური დარიცხვის შესახებ 
  • იხილე ხელშეკრულების პირობები: ყოველთვიური დარიცხვის შესახებ


*02.06.2023 წლის ცვლილების საფუძველზე, ავტომატური განახლების შემთხვევაში, ანაბარზე გავრცელდება განახლების დღისთვის ბანკში მოქმედი საპროცენტო განაკვეთები და პირობები.


*2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.

როგორ გავხსნა მოთხოვნამდე ანაბარი?

კრედო ბანკში ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივია. აირჩიე შენთვის სასურველი გზა:

  • Mycredo-ს საშუალებით: გახსენი ანაბარი დისტანციურად ინტერნეტ და მობაილ ბანკში.
  • სერვისცენტრებში: მობრძანდი კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში.
  • სატელეფონო ცენტრის დახმარებით: დარეკე ნომერზე *4242.
  • ვიდეობანკის დახმარებით: გადადი ვიდეობანკის გვერდზე და გაესაუბრე ვიდეობანკირს, დაგვიკავშირდი ჩატით ან დაჯავშნე ზარი შენთვის სასურველ დროს.

მოთხოვნამდე ანაბრის საპროცენტო სარგებელი

მოთხოვნამდე ანაბარი თვის მინიმალურ ნაშთზე დარიცხვით



მოთხოვნამდე ანაბარი ყოველდღიურ ნაშთზე დარიცხვით



* მოთხოვნამდე ანაბარი თვის მინიმალურ ნაშთზე დარიცხვით  - მოცემული ტარიფები მოქმედებს მობაილ ბანკიდან ანაბრის გახსნის შემთხვევაში. ანაბრის სერვის ცენტრში გახსნისას კი ისარგებლებთ ლარში (-1,45%) სარგებლის პირობით.

* მოთხოვნამდე ანაბარი ყოველდღიურ ნაშთზე დარიცხვით - მოცემული ტარიფები მოქმედებს მობაილ ბანკიდან ანაბრის გახსნის შემთხვევაში. ანაბრის სერვის ცენტრში გახსნისას კი ისარგებლებთ ლარში (-2,2%) სარგებლის პირობით.

FAQ: ხშირად დასმული კითხვები

  • რა არის მთავარი განსხვავება მოთხოვნამდე და ვადიან ანაბარს შორის? 


მთავარი განსხვავება თანხაზე წვდომის ვადებშია. მოთხოვნამდე ანაბარი გაძლევს თანხის ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად გამოყენების საშუალებას, თუმცა შედარებით დაბალი საპროცენტო სარგებლით. ვადიანი ანაბარი კი განკუთვნილია თანხის წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული ვადით განსათავსებლად და აქვს ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი. 


  • როგორ ხდება პროცენტის დარიცხვა, თუ ანგარიშზე ნაშთი მუდმივად იცვლება? 


საპროცენტო სარგებელი ერიცხება შენს ანგარიშზე არსებულ ყოველდღიურ ნაშთს. თვის ბოლოს, სისტემა აჯამებს ყოველდღიურად დარიცხულ პროცენტებს და მომდევნო თვის პირველ რიცხვში ერთიანად გირიცხავს ანგარიშზე.


  • არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა თანხის გატანის სიხშირეზე ან მოცულობაზე? 


არა, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ეს პროდუქტის მთავარი უპირატესობაა – შეგიძლია გაიტანო ნებისმიერი მოცულობის თანხა, ნებისმიერი სიხშირით, შენი საჭიროებისამებრ. 

დაგვიკავშირდი