ჩვენ, როგორც  წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ვცდილობთ ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ბანკს სოციალური პასუხისმგებლობა აქვს როგორც მომხმარებლების, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ, საქართველოს ტურიზმის სფეროს განვითარებაში აქტიურად ჩავერთეთ. 

ევროპული ფონდი EFSE-ს თანადგომით ორგანიზება გავუწიეთ ტურისტულ ბიზნეს ტრენინგს „მასპინძელი“. დარგის ექსპერტები და პროფესიონალი ტრენერები ტრენინგის მონაწილეებს უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ტურიზმის განვითარებისა და შესაძლებლობების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდნენ მასპინძლობის ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერები: ინგა მუმლაძე და ნიკა ჩუბინიძე.

ტრენინგები უკვე ჩატარდა ბორჯომში, ბაკურიანში, ყაზბეგსა და მესტიაში. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის. სამომავლოდ, აქტივობა იგეგმება უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ურეკში, ქობულეთსა და თელავში.

აღნიშნული პროექტის დაფინანსებისათვის მადლობას ვუხდით ევროპულ ფონდს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის(European Fund for Southeast Europe, EFSE).