ყველას ცხოვრებაში ყოფილა მომენტი, როდესაც სასწრაფოდ დაგვჭირვებია რაიმე მნიშვნელოვანის შეძენა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დიდი შენაძენის გაკეთება მაშინ ხდება საჭირო, როცა ხელზე საკმარისი თანხა არ გვაქვს. მაგალითად, თუ მაცივარი გაგიფუჭდა, ახლის შეძენას დიდი ხნით ვერ გადადებ. მაგრამ მსხვილი საოჯახო ტექნიკის განახლება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მსგავს სიტუაციაში დამატებით ფინანსებზე წვდომა ხშირად გადამწყვეტია.
სწორედ მსგავსი სიტუაციებისთვის შეიქმნა კრედო ბანკის “დაყავი” ფუნქციონალი. ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ რა რეალურ უპირატესობას გთავაზობს ის ტრადიციული განვადებისგან განსხვავებით და როგორ უნდა გამოიყენო მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.
ქართველი მომხმარებლისთვის დიდი ხარჯის რამდენიმე თვეზე გადანაწილების გამოცდილება ახალი არაა. მეტიც, უმეტესობა ჩვენგანისთვის დიდი შენაძენის საფასურის რამდენიმე თვეზე დაყოფა ხშირად ერთადერთი გამოსავალია. იმასაც მივეჩვიეთ, რომ მსგავსი განაწილება ხშირად ნივთის საბოლოო ფასს შესამჩნევად ზრდის - ტრადიციული განვადების შემთხვევაში ყოველთვიურ გადასახადს დამატებითი პროცენტებიც ემატება.
“დაყავი” ფუნქციონალი ტრადიციულ განვადებას ჰგავს იმ კუთხით, რომ საშუალებას გაძლევს შენაძენის საფასური რამდენიმე თვეზე გადაანაწილო. თუმცა შინაარსობრივად ის სრულიად სხვა მოდელია. “დაყავი” კრედო ბანკის მომხმარებელს აძლევს თანხის ეტაპობრივად დაფარვის საშუალებას ისე, რომ ნივთის საწყისი ღირებულება საერთოდ არ იზრდება.
ტრადიციული სამომხმარებლო სესხისა თუ განვადებისგან განსხვავებით, “დაყავით’’ სარგებლობისას არ მოგიწევს დამატებითი პროცენტის თუ საკომისიოების გადახდა. პროდუქტის ფასი უცვლელი რჩება, იმისდა მიუხედავად, რამდენ თვეზე ანაწილებ საფასურს. შენ იხდი მხოლოდ იმ თანხას, რაც მითითებულია კრედო ბანკის პარტნიორი მაღაზიის კატალოგში.
პირველ რიგში, შენაძენის გაკეთებამდე უნდა გაარკვიო, არის თუ არა სავაჭრო ობიექტი კრედო ბანკის პარტნიორი. ზოგიერთ დაწესებულებაში შესაძლოა დაყოფის არასტანდარტულად ხანგრძლივი ვადა მოქმედებდეს. ასევე გაითვალისწინე, რომ ონლაინ და ოფლაინ მაღაზიებში შესაძლოა სხვადასხვა პირობები იყოს, ამიტომ წინასაწარ გაეცანი სიას და სამომავლო ბიუჯეტიც შესაბამისად დაგეგმე.
კონკრეტულ მაგალითზე რომ განვიხილოთ: წარმოიდგინე, რომ უცებ გადაიწვა მაცივარი. შესაძლოა არ გაწყობდეს ონლაინ შეძენის გაკეთება, რადგან არ გთავაზობს იმავე დღესვე მოტანას, არადა შენ ტექნიკის განახლება დღესვე გჭირდება. პირველ რიგში უნდა შეამოწმო კრედო ბანკის პარტნიორი ტექნიკის მაღაზიების ოფლაინ სია. შემდეგ უკვე სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით (მაცივრის მოდელების არჩევანი, ფასები, მაღაზიის ფილიალამდე მანძილი, “დაყავი” ფუნქციონალის ვადები და ა.შ.) ირჩევ რომელ მაღაზიას ეწვიო.
განვადების ლიმიტი არის მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია სხვადასხვა ნივთი შეიძინო და შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაფარო შესაბამისი გრაფიკით. იმისთვის, რომ “დაყავი” ფუნქციონალით ან თუნდაც სტანდარტული განვადებით ისარგებლო, წინასწარ უნდა დაგიმტკიცდეს შესაბამისი ლიმიტი.
ვთქვათ, ახალ ბინაში გადადიხარ და ერთდროულად გსურს რამდენიმე მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. ტელევიზორი, მაცივარი, კლიმატური ტექნიკა და ა.შ. - ყველაფრის ერთდროულად განახლება შესაძლოა ძალიან დიდი თანხა დაჯდეს, მით უმეტეს თუ მძლავრი მოდელების შეძენას აპირებ. თუ საერთო ხარჯი შენს ლიმიტს აჭარბებს, მაშინ გეგმების შესაბამისად გადაწყობა მოგიწევს. მაგალითად, ჯერ იყიდი კლიმატურ ტექნიკასა და მაცივარს, ხოლო მათი საფასურის დაფარვის შემდეგ, იყიდი ახალ ტელევიზორს.
კრედო ბანკის განვადების ლიმიტის გაგება სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია, პირდაპირ Mycredo მობაილ და ინტერნეტ ბანკის საშუალებით. მაქსიმალური თანხა, რომელიც შეიძლება დაგიმტკიცდეს 12 000 ლარია. შენი განვადების ლიმიტი აქტიურია დამტკიცებიდან 12 თვის განმავლობაში.
პირველი და მთავარი განსხვავება ისაა, რომ “დაყავი”ფუნქციონალით სარგებლობისას მოქმედებს ნულოვანი დანამატის პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ ნივთის საფასურს არ ახლავს არანაირი დამატებითი გადასახადი. სტანდარტული განვადება ყოველთვის გულისხმობს დამატებით ყოველთვიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ხოლო ზოგ შემთხვევაში დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯებსაც, მაგალითად გაცემის საკომისიოს, დაზღვევის საკომისიოს, მიმდინარე ანგარიშის მომსახურებას და ა.შ.
“დაყავის” შექმნისას მთავარი კრიტერიუმები სიმარტივე, სანდოობა და გამჭვირვალობა იყო. სერვისის მთავარი დანიშნულებაა მომხმარებელს შედარებით მასშტაბური (ან უბრალოდ გაუთვალისწინებელი) ხარჯის მაქსიმალურად უპრობლემოდ დაფარვაში დაეხმაროს.
ამ კუთხით ყველაზე მთავარი სარგებელი ნულოვანი საპროცენტო განაკვეთია. “დაყავით” შენაძენის ნებისმიერი პროდუქტის საბოლოო ღირებულება იგივე რჩება, იმის მიუხედავად რამდენი თვეზე ყოფ. არ აქვს მნიშვნელობა 3 თვეზე ანაწილებ, თუ 8-ზე, საბოლოოდ იხდი მხოლოდ იმას, რაც ნივთი რეალურად ღირს - ერთადერთი განსხვავება ყოველთვიური შენატანის რაოდენობაშია.
ამასთან, კრედო ბანკში განვადების ლიმიტის დამტკიცების პროცესიც მარტივია. ბანკი ითვალისწინებს მომხმარებლის რეალურ შემოსავალს და ლიმიტსაც შესაბამისად ამტკიცებს. არ აქვს მნიშვნელობა, სტანდარტული ყოველთვიური ხელფასი გერიცხება, ფულად გზავნილს იღებ თუ შენი შემოსავალი სეზონურია და თვიდან თვემდე იცვლება. შენი ფინანსური მდგომარეობა ობიექტურად ფასდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი სტრუქტურული მოქნილობაა. თუ მოულოდნელი ფინანსური პრობლემები გაგიჩნდა და “დაყავის” გრაფიკის ფარგლებში ვეღარ ასწრებ შენაძენის საფასურის დაფარვას, შეგიძლია სტანდარტული განვადების გრაფიკზე გადასვლა. თუმცა გაითვალისწინე, რომ ვადის 12 ან 24 თვემდე გაზრდას შესაბამისი დამატებითი ხარჯები დაემატება, და გრაფიკის დამკიცებამდე ყურადღებით გაეცანი ახალ პირობებს.
როგორც უკვე ვახსენეთ, “დაყავის” მთავარი იდეა სიმარტივე და კომფორტია პირველ რიგში, Mycredo მობაილ და ინტერნეტ ბანკის საშუალებით ითხოვ განვადების ლიმიტს. ამისთვის ხსნი მობაილ ბანკის აპლიკაციას, გადიხარ სწრაფ ავტორიზაციას და ავსებ შესაბამის განაცხადს. სისტემა წუთებში ამუშავებს მონაცემებს და გაწვდის პასუხს. თუ ფიზიკური ვიზიტი უფრო კომფორტულია ან მეტი ინფორმაცია გჭირდება, შეგიძლია ეწვიო ნებისმიერ სერვისცენტრს და კრედო ბანკის წარმომადგენელი დაგეხმარება ლიმიტის გააქტიურებაში.
შემდეგ უკვე ირჩევ რას ყიდულობ და რა ფორმით: არჩევ ნივთს, სტუმრობ პარტნიორ მაღაზიის ვებსაიტს ან ფიზიკურ ფილიალს და გადახდისას ირჩევ კრედო ბანკის გადანაწილებას. თუ სავაჭრო ობიექტს აქვს სპეციალური Keepz QR კოდი, პროცესი კიდევ უფრო სწრაფია. ასკანერებ კოდს შენი სმარტფონით და ირჩევ მისაღებ გრაფიკს მაღაზიის პირობების შესაბამისად. ტრანზაქცია მყისიერად სრულდება.
მსხვილი შენაძენისას ბიუჯეტის სწორი დაგეგმვა გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის მთავარი საფუძველია. ღირებულების ეტაპობრივი დაფარვა გაძლევს საშუალებას ბიუჯეტი ზედმეტად არ დატვირთო. ეწვიე კრედო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს ან გახსენი მობაილ ბანკის აპლიკაცია და დაიმტკიცე პერსონალური განვადების ლიმიტი დღესვე.