კრედო ბანკის ჩატ ბოტი არის სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად განახორციელოს სასურველი საბანკო ოპერაციები მისთვის კარგად ნაცნობ Viber პლატფორმაზე

ბოტის დახმარებით საუბრის მომენტშივე, მისთვის ჩატში მიცემული მითითების შესაბამისად მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა:

  • გადაამოწმოს პირადი მონაცემები და ფინანსური მაჩვენებლები
  • გადარიცხოს თანხა პირად ანგარიშებზე
  • განახორციელოს ვალუტის კონვერტაცია
  • გადარიცხოთ თანხა კრედო ბანკის ან სხვა ბანკის ანგარიშზე
  • შეავსოს მობილური ბალანსი
  • მოითხოვოს და მიიღოს სესხი ონლაინ
  • გადაიხადოს კომუნალური გადასახადები (პარკინგი და ჯარიმები, ინტერნეტი და ტელევიზია, ელ.ენერგია, გაზი, წყალი, დასუფთავება, გართობა და სხვა).

ვაიბერ ბოტის გამოყენებისთვის საჭიროა:

  • დაუმეგობრდეთ კრედო ბანკის Viber Bot-ს
  • გაიაროთ ავტორიზაცია Mycredo-ს მომხმარებლის სახელითა და პაროლით
  • შექმნათ პინი მიმოწერაში სამომავლოდ შესვლისთვის

ბოტი თქვენს დავალებას თავად, უმოკლეს დროში შეასრულებს, საუბრის დასასრულს, კი ავტომატურად გამოვა ანგარიშიდან.