შეღავათიანი აგროკრედიტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის - „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში კრედო ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლოთ იაფი აგროკრედიტით სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის ძირითადი და საბრუნავი საშუალებების საჭიროების დასაფინანსებლად.
პროექტის მიზანია, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე იმპლემენტების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) შეძენა/ რემონტი.
- მეფრინველეობის ფერმა
- სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება.
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები/სამაცივრე მეურნეობა.
- მრავალწლოვანი კულტურები.
- ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
დეტალები იხილეთ - ბმულზე
პირობები
- წლიური საპროცენტო განაკვეთო: 14.5%-დან
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 15.56%-დან
სესხის თანხა: 7000 - 600 000 ლარამდე
ვადა: 120 თვემდე
სესხის გაცემის საკომისიო: 0.2% -დან
სესხის მონიტორინგის საკომისიო: 0.5 ლარიდან
მიმდინარე ანგარიშის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო: 1 ლარი
უპირატესობები
- უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი
- შემოსავლების სეზონურობაზე მორგებული გადახდის გრაფიკი
- სესხის აღების სწრაფი და მარტივი პროცედურა
- სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა