ზაზა ფირცხელავა 2014 წლიდან სს „კრედო ბანკის“ გენერალური დირექტორია. 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკური სტატისტიკის ფაკულტეტი დაასრულა. ამის შემდეგ განათლების მიღება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM -ში განაგრძო და 2004 წელს ფინანსური მართვის მაგისტრის ხარისხის მფლობელი გახდა.
ზაზა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ზოგადი მენეჯმენტის 2012 წლის პროგრამის (GMP) კურსდამთავრებულია. მას, ასევე, წარმატებით აქვს გავლილი 25-ზე მეტი სასწავლო კურსი ბიზნესის, ფინანსების, საბანკო და ზოგად მენეჯმენტში საქართველოსა და ევროპაში.
კარიერა 1994 წელს სს „პონტო-პოლისი“ ბანკის, ფინანსური ანალიზის დეპარტამენტში, ექსპერტის პოზიციით დაიწყო. 1997 წლიდან სს „ინტელექტბანკის“, საკრედიტო დეპარტამენტის ექსპერტი იყო. 2002 – 2003 წელს, იკავებდა „ინტელექტბანკის“ ფინანსური ანალიზისა და დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
კრედოს გუნდს 2003 წელს შემოუერთდა, ოპერაციების მართვის დირექტორად. 2013 წლიდან, შეითავსა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობები. წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე, ზაზა ფირცხელავა 2014 წლიდან დღემდე სათავეში უდგას საქართველოს საფინანსო სექტორში ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციას - სს „კრედო ბანკს“ და გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.