ჩატი

ავტო-დაზღვევის პაკეტები (CASCO / TPL)

თუ გყავთ ავტომობილი და გსურთ თავიდან აიცილოთ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯი, კრედო ბანკი გთავაზობთ ავტო დაზღვევის თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პაკეტებს სპეციალური პირობებით

  • ავტომობილის დაზღვევა
    აღადგინეთ ან შეცვალეთ მანქანის დაზიანებული ნაწილები და დაუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს უმოკლეს ვადაში
  • მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა
    დააზღვიეთ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული - თქვენი და თქვენი მგზავრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე
  • მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა (დაზღვევით მოსარგებლე პირთა რაოდენობის შეზღუდვის გარეშე)

 

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თქვენ, აღარ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ ვისი ბრალეულობით არის გამოწვეული შემთხვევა - სადაზღვევო კომპანია ალდაგი მოახდენს ყოველგვარი ზარალის ანაზღაურებას!

უპირატესობები

ავტო დაზღვევა:

  • დაზღვევით სარგებლობის მარტივი პროცედურა
  • დაზღვევის განვადებით შეძენა წინასწარი შენატანის გარეშე
  • სადაზღვევო პაკეტის ღირებულების დაფარვის შესაძლებლობა, როგორც ყოველთვიური გადახდით, ასევე საშეღავათო პერიოდით
  • 24 საათიანი ტექნიკური დახმარება გზებზე, ავტომომსახურების ჯგუფის სერვისი და მაღალხარისხიანი მომსახურება ავტომობილის შეკეთებაზე
  • 1990-2002 წლებში გამოშვებული ავტომობილების დაზღვევის შესაძლებლობა

3000 ლარზე მეტი ოდენობის სესხით სარგებლობის შემთხვევაში, ავტო დაზღვევის (CASCO) ღირებულების 1 თვის ღირებულებას კრედო ბანკი საჩუქრად გადმოგცემთ. აღნიშნული თანხა გამოაკლდება გრაფიკით გათვალისწინებულ ბოლო გადასახდელ თანხას.

 

მძღოლისა და მესამე პირთა წინაშე წარმოშობილი პასუხისმგებლობის დაზღვევა:

  • მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა
  • ავტომობილების შეუზღუდავი რაოდენობა
  • დაზღვევით სარგებლობის მარტივი პროცედურა
  • საჩუქარი - სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა

 

ავტო-დაზღვევასთან ერთად მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევის (MPA) შეძენის შემთხვევაში მიიღე საჩუქრად Greenway -ის ტექინსპექტირების ვაუჩერი:

$2500-3999 -მდე ავტომობილის ღირებულების შემთხვევაში - 30 ლარიანი ვაუჩერი
$4000 -დან ავტომობილის ღირებულების შემთხვევაში - 60 ლარიანი ვაუჩერი

3000 ლარზე მეტი ოდენობის სესხით სარგებლობის შემთხვევაში, ავტო დაზღვევის პაკეტის, კერძოდ მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის (MTPL/PTPL) დაზღვევის შეძენას შეძლებთ 90 ლარად.

შედეგად, თქვენ იღებთ თქვენთვის საჭირო ოდენობის სესხს და დაცული ხართ ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან, კიდევ უფრო ნაკლებ ფასად.