გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა საბანკო პროდუქტებით მომსახურების სტანდარტული პირობებში.

კლიენტის ანგარიშების დაცვის მიზნით  , ანგარიშზე ბოლო 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში თუ  არ შესრულებულა  ოპერაციები (ოპერაციებში არ იგულისხმება ბანკის ინიციატივით შესრულებული ოპერაციები) ასეთი ანგარიში ჩაითვლება პასიურ ანგარიშად და მასზე შეიზღუდება დებეტური ტიპის ოპერაციების ჩატარება (სალაროს გასავალი, გადარიცხვა და სხვა).

თუ კლიენტის ყველა არსებულ ანგარიშს მიენიჭება პასიური სტატუსი,ასეთ შემთხვევაში დაწესებული იქნება სტანდარტული პირობების დანართ 1-ით განსაზღვრული პასიური ანგარიშების საკომისიო. პასიური ანგარიშების საკომისიოს ჩამოჭრა განხორციელდება მხოლოდ არსებული ნაშთის ფარგლებში, ისე რომ კლიენტს დავალიანება არ დაუგროვდება.

იმისათვის, რომ მომხმარებლის ანგარიშს მოეხსნას პასიური ანგარიშის სტატუსი, შესაძლებელია შემდეგი მეთოდებიდან ერთ-ერთის გამოყენება : ინტერნეტ ბანკიდან  ოპერაციის შესრულება,  საბარათე ტრანზაქცის განხორციელება, ქოლ-ცენტრის დახმარება ან  უახლოეს სერვისცენტრში ვიზიტი.