• ევროპის საინვესტიციო ბანკი მიმდინარე კრიზისული პერიოდში ბიზნეს მდგრადობისა და  უწყვეტობის უზრუნველსაყოფად კრედო ბანკს მხარდაჭერას უცხადებს
  • ევროპული ბანკის მხარდაჭერა ხელს უწყობს საბანკო სექტორის სტაბილურობას საქართველოში 

კრედო ბანკმა, როგორც საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, წარმატებით დანერგა ბიზნეს უწყვეტობის ზოგადი გეგმა, რითაც მიმდინარე კრიზისულ პერიოდში გაზარდა საკუთარი საქმიანობის მდგრადობა, ეს ყოველივე კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, თავისმხრივ მიკრო  და მცირე საწარმოების მხარდაჭერის შესაძლებობას გულისხმობს.
ბიზნესის უწყვეტობის გეგმა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დახმარებით შემუშავდა კრედო ბანკს საშუალებას აძლევს მზად იყოს კრიზისისთვის, წინასწარ განსაზღვროს შესაძლო საგანგებო სიტუაციის ეტაპები და ქმედებები, ეფექტური საკომუნიკაციო საშუალებები, პერსონალის როლები და პასუხისმგებლობები,  რაც კრიზისის პერიოდში ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია.
აღნიშნული გეგმა, აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკასა და მხარს უჭერს საბანკო სექტორის უნარს, ძლიერი კრიზისის მიუხედავად, შეძლოს შეუფერხებლად ფუნქციონირება.

ტერეზა ჩერვინსკამ - ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, განაცხადა: EIB მიესალმება აღნიშნულ გეგმას, რადგან, ვფიქრობთ, იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მარტო კრედო ბანკის, არამედ ზოგადად, საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილურობაში. მსგავსი აქტივობები აძლიერებს საფინანსო დაწესებულებების უნარს მოახდინონ ეკონომიკური ზრდა და უზრუნველყონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ამავდროულად, EIB-ის მხარდაჭერა აძლიერებს Team Europe-ის წვლილს საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობაში, რომელიც, კოვიდ-19-ით გამოწვეული რთული ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად  იზრდება.

ზაალ ფირცხელავამ - კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა: „მსურს, მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკსა და AFC-ს კრედო ბანკში ბიზნეს უწყვეტობის გეგმის წარმატებული დანერგვის პროცესში ტექნიკური დახმარებისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი, COVID-19-ით გამოწვეული უპრეცედენტო პანდემიის ჟამს“.
კრედო ბანკის ბიზნეს უწყვეტობის გეგმის ყველა სავალდებულო ტესტირების პროცესი სტანდარტების შესაბამისად შესრულდა: თავად გეგმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცდა და შემუშავდა „აღმოსავლეთის სამეზობლოს ტექნიკური დახმარების პროგრამა ფინანსური ჩართულობისთვის“  (ENTAFI) მხარდაჭერითა და EIB-ის დაფინანსებით.
რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, იგი უზრუნველყო სასოფლო-სამეურნეო და ფინანსურმა კონსულტანტმა - Agricultural & Finance Consultants GMBH AFC-მა.

EIB-ის შესახებ:

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც  ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების შესაბამისად უზრუნველყოფს გრძელვადიან დაფინანსებას საიმედო ინვესტიციებისთვის.

EIB საქართველოში:

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან (2007წელი), EIB-მ 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 23 პროექტში - ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორისა და კლიმატთან დაკავშირებულ სფეროებში. 2020 წელსEIB Group-მა 70 მილიონი ევროს ინვესტიცია ქვეყნის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად,ხოლო 100 მილიონი ევრო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოყო,. რითაც მან COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკური აღდგენის აქტივობებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
საქართველოს ეკონომიკის წამყვან სექტორებში EIB-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციებია: ინფრასტრუქტურაში (1 მილიარდი ევრო),  მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებში (290 მილიონი ევრო), მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში (280 მილიონი ევრო) და მწვანე ენერგიის გენერაციის პროექტებში (23.5 მილიონი ევრო).
EIB-მ ქვეყნის მხარდაჭერა 2014 წლის ასოცირების ხელშეკრულებით, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის საშუალებით გააძლიერა. ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე EIB-ს სესხის მიმღებ წამყვან სახელმწიფოდ დასახელდა.
საქართველოში პროექტების უმეტესობას EIB ევროკავშირის საგარეო სესხის მანდატის შესაბამისად აფინანსებს. იგი ევროპის საინვესტიციო ბანკს  სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების და კლიმატთან დაკავშირებული ქმედების პროექტების განხორციელებისთვის ევროკავშირის ბიუჯეტით უზრუნველყოფს.
საქართველოში EIB-ს აქტივობების შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:  www.eib.org/en/publications/the-european-investment-bank-in-georgia 

კრედო ბანკის შესახებ:

კრედო ბანკი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლებისა და სერვისცენტრების რაოდენობით წამყვანი ბანკია საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარზე.
ბანკი  75 სერვისცენტრით 335,000-ზე მეტი მომხმარებლის მხარდაჭერას ახორციელებს. . მისი მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველმყოფი ბიზნესების უპირატესობით.
კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-სგან შედგება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.credobank.ge 

EIB-ის პროგრამის, ENTAFI-ის, შესახებ:

(ENTAFI) აღმოსავლეთის სამეზობლოს ტექნიკური დახმარების პროგრამა ფინანსური ჩართულობისთვის, EIB-ის პარტნიორის საფინანსო დაწესებულებების (PFI-ები) მხარდაჭერით ინიცირებულია 2019 წლის იანვარში, ფინანსური რესურსის გასანაწილებლად - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამა PFI-ების მიწოდებას ახდენს საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან. აღნიშნული ქვეყნებიდან ბენეფიციარებს - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, შესაძლებლობა ეძლევათ ჰქონდეთ წვდომა, როგორც ტრენინგებზე, რომლებიც მათ ფინანსურ განათლებას აამაღლებს, ასევე ბიზნესის განვითარების სერვისებზე, რათა გააძლიერონ თავიანთი სამეწარმეო უნარ-ჩვევები და შეძლონ ფინანსური ინსტიტუტებისთვის შემოსავლის გამომუშავების პროექტების წარდგენა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს:  www.afci.de