ლოკალური გზავნილები
Sprint - კრედო ბანკის შიდა ფულადი გზავნილების სისტემა საშუალებას გაძლევთ გადარიცხოთ და გაანაღდოთ თანხა მთელი საქართველოს მასშტაბით მომენტალურად, უსაფრთხოდ, მარტივი პროცედურითა და დაბალი ტარიფით.
გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია :
- კრედო ბანკის Pay-box ჩასარიცხი აპარატის საშუალებით
- კრედო ბანკის სალაროდან
გზავნილის განაღდება შესაძლებელია:
- ინტერნეტ და მობაილ ბანკ mycredo-ს საშუალებით
- სატელეფონო ცენტრის საშუალებით : *4242
- კრედო ბანკის სალაროებში
დარეგისტრირდი ინტერნეტ ბანკ mycredo.ge-ზე, ან გვეწვიე სასურველ სერვისცენტრში, შეუკვეთე კრედო ბანკის Mastercard-ი და მიიღე უფასოდ.
დამზადებულ ბარათს უფასოდ მიიღებთ ადგილზე მიწოდების სერვისით
- გზავნილის გაგზავნისას მომხმარებლის იდენტიფიცირება ხდება პირადი ნომრის, დაბადების თარიღის და მობილურის ნომრის მითითებით.
- მნიშვნელოვანია, გზავნილის გაგზავნისას სწორად იყოს მითითებული მიმღების მონაცემები - სახელი, გვარი და მობილურის ნომერი.
- გზავნილის გაგზავნის ოპერაციის დასრულებისთანავე მიმღების მობილურის ნომრებზე ხდება გზავნილის კოდის გაგზავნა სმს შეტყობინების სახით.
- გზავნილის განაღდება მიმღებს შეუძლია კოდის მიღებისთანავე - კრედო ბანკის სერვისცენტრში, ინტერნეტ და მობაილ ბანკ Mycredo-დან ან Call Centre-ის საშუალებით - *4242
- აპარატი იღებს მხოლოდ ლარის კუპიურებს/მონეტებს.
- აპარატი არ იღებს 50 თეთრზე ნაკლები ნომინალის მონეტას.
- ერთჯერადად გადახდილი თანხა დასაშვებია იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 1000 ლარის ოდენობის
კრედო ბანკი თავის მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ სერვისს. აღარ არის საჭირო გზავნილის გასანაღდებლად ვიზიტი სერვისცენტრში, ანდა სხვა გამნაღდებელი პუნქტების დაუსრულებელ რიგში დგომა. გზავნილის განაღდება უკვე შესაძლებელია კრედო ბანკის ქოლ ცენტრის დახმარებით ან ინტერნეტ და მობაილ ბანკ mycredo-დან.
ინტერნეტ და მობაილ ბანკი mycredo შექმნილია ყველასთვის, ვისაც საბანკო საფინანსო პროდუქტებით სარგებლობა სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სურს. ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობა უფასოა!
თუკი სარგებლობთ გზავნილების სისტემებით, როგორიცაა კონტაქტი, რია, ინტელექსპრესი, მანიგრამი, იუნისტრიმი, ზალატაია კარონა ან კრედო ბანკის ლოკალური გზავნილების სისტემით „სპრინტი“ და უკვე გაქვთ მიმდინარე ანგარიში კრედო ბანკში - ეწვიეთ ინტერნეტ და მობაილ ბანკ mycredo-ს, დარეგისტრირდით და დაისვით 10,000 ლარამდე გზავნილი ჩვენს ბანკში გახსნილ თქვენსავე ანგარიშზე სახლიდან გაუსვლელად.
გზავნილის გასანაღდებლად საჭიროა გზავნილის სისტემის, გზავნილის ვალუტაში არსებული ანგარიშის და გზავნილის კოდის მითითება.
ღილაკით „ კოდის შემოწმება“ ხდება გზავნილის გადამოწმება სისტემაში. (UNISTREAM და MONEYGRAM სისტემების გზავნილის განაღდებისათვის აუცილებელია „თანხის“ ველის შევსება). განაღდების პროცესის დასასრულებლად, აუცილებელია „თანხის“ ველში მითითებული მნიშვნელობა ემთხვეოდეს გზავნილის ოდენობას.
ინტერნეტ ბანკ mycredo.ge-დან ანგარიშზე დასმული თანხის ლარში გადახურდავება არის შესაძლებელი სპეციალური კურსით, რომლის მსგავსს კრედო ბანკის გარდა ვერსად ვერ მიიღებთ სხვაგან.
ანგარიშზე დასმულ თანხას ინტერნეტ ბანკ mycredo.ge-დან განკარგავთ გახსნით ანაბარს, გახსნილ ანაბარზე გადაიტანთ და დაამატებთ თანხებს, გადაიხდით კომუნალურ გადასახადებს, შეივსებთ ან ახლობლებს შეუვსებთ მობილურ ბალანს, გადარიცხავთ თანხას სხვა ანგარიშზე, პლასტიკური ბარათის საშუალებით გაანაღდებთ ბანკომატებიდან და ასე შემდეგ.
არ გაქვთ კრედო ბანკის პლასტიკური ბარათი? - ახლა საუკეთესო დროა, ინტერნეტ ბანკ mycredo.ge-დან შეგვიკვეთოთ სადებეტო მასთერქარდი, რომელსაც ჩვენ უფასოდ დაგიმზადებთ!