ჩატი

ქონების დაზღვევა

ქონების დაზღვევა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკუთრებაში თუ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების - რემონტის, შიდა/გარე მოპირკეთების, კარკასისა და მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა.

დაზღვეული ქონება თავიდან აგარიდებთ ისეთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რომელთა პროგნოზირება და წინასწარი განსაზღვრა შეუძლებელია.

 

არ გადადოთ, დააზღვიეთ ბინა, სახლი, კომერციული ფართი ან აგარაკი და იყავით მშვიდად!

რა ტიპის ქონების დაზღვევას შევძლებ?
  • შენობა-ნაგებობა
  • ბინა, ოფისი, საამქრო
  • მანქანა-დანადგარი, საწარმო-ტექნოლოგიური ხაზები, სამეურნეო ინვენტარი
  • ელექტროტექნიკა
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვა
  • ინტერიერის საგნები, მოპირკეთება
  • ფანჯრის მინები, სარკეები, ვიტრინები
  • პროდუქცია, საქონელი, მარაგები და სხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები
უპირატესობები
  • უნივერსალური პაკეტი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა რისკის დაზღვევა
  • მომხმარებლის საჭიროებებს მორგებული სადაზღვევო პაკეტები
  • სადაზღვევო პაკეტის განვადებით შეძენის შესაძლებლობა
  • გადახდის მოქნილი გრაფიკი, ინდივიდუალური საშეღავათო პერიოდებით