სესხი საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად
უნიკალური შესაძლებლობა კრედო ბანკისგან, წარსულში, საკრედიტო ვალდებულების გადაუხდელობის ან წარუმატებელი თავდებობის გამო გაფუჭებული საკრედიტო ისტორია გამოასწორო და ყველაფერი დაიწყო თავიდან!
თუ ბანკები ან საკრედიტო ორგანიზაციები თავს იკავებენ შენი დაფინანსებისგან, იღებ უარს სესხით თუ განვადებით სარგებლობის საჭიროების შემთხვევაში, კრედო ბანკის დახმარებით უკვე შეგიძლია გადაფარო არსებული ვალდებულებები, მიიღო დამატებითი თანხა და სესხის დროული დაფარვით გაიუმჯობესო საკრედიტო ისტორია.
სესხის დამტკიცებისთანავე მომენტალურად იცვლება შენი საკრედიტო სტატუსი და გრაფიკით გათვალისწინებული ყოველი შენატანის განხორციელების შემდეგ უფრო და უფრო უმჯობესდება.
რაც მთავარია,სესხის აღებას ნებისმიერი სახის შემოსავლის საფუძველზე მარტივად
შეძლებ, არ აქვს მნიშვნელობა მას სრულად ან ნაწილობრივ ხელზე იღებ თუ ბანკში გერიცხება.
- სესხის ვალუტა - ლარი
- სესხის ვადა - 60 თვემდე
- საშეღავათო პერიოდი - 3 თვემდე