ჩატი
კრედო აკადემიის გარემო
კრედო ბანკისთვის სწავლება და განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ ლოგიკურია, რომ ბანკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს აკადემია, რომელიც ბანკის შიდა ტრენინგ ცენტრია და კრედო ბანკის კამპუსის სახელითაა ცნობილი. აკადემიაში გადამზადებას გადის როგორც გამოცდილი, ასევე ყველა დამწყები თანამშრომელი.
კრედო აკადემიის ტრენინგ ცენტრები აღჭურვილია კონფერენციის თანამედროვე სისტემით და ტესტირებისთვის საჭირო ინფრასტურქტურით.
შიდა ტრენინგ პროგრამების გარდა, კრედო აკადემია თანამშრომლებისთვის ყოველ წელს აფინანსებს სხვადასხვა პროფესიულ ტრენინგებს საზღვარგარეთაც.
რეგიონებიდან მოწვეულ თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროს ტიპის სივრცით.
სამომავლოდ აკადემია გეგმავს ტრენინგებს სხვა, დაინტერესებული კანდიდატებისთვის, რაზეც დეტალური ინფორმაცია და კალენდარი განთავსდება ჩვენივე ვებგვერდზე.