კლებადი Smart ანაბარი
კლებადი Smart ანაბარი კრედო ბანკის ინოვაციური, უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც საქართველოს საბანკო მომსახურების ბაზარზე ანალოგი არ აქვს.
თუ გაქვთ სეზონური შემოსავალი ან უბრალოდ ერთიანი თანხა, რომლის განკარგვაც გარკვეული პერიოდულობით გესაჭიროებათ, განათავსეთ იგი კრედო ბანკის კლებად - სმარტ ანაბარზე, შეადგინეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გატანის გრაფიკი და დამატებით მიიღეთ დანაზოგის შესაბამისი ყოველთვიური სარგებელი.
რაც მთავარია, განსხვავებით თანხის სახლში დაგროვებისა, თქვენს ანაბარს დაერიცხება ყოველდღიური სარგებელი, რომელსაც სურვილისამებრ, ყოველთვიურად ან წინასწარ შეთანხმებული გატანის გრაფიკის შესაბამისად მიიღებთ.
ანაბრის კონფიდენციალურად გახსნა, მასზე თანხის დამატება, გრაფიკით განსაზღვრული თანხის მიღება და განკარგვა უკვე შესაძლებელია თქვენი მობაილ ბანკიდან Mycredo.
მიიღეთ დამატებითი სარგებელი და იყავით უსაფრთხოდ ჩვენთან ერთად!
- ვადა - 6-დან 12 თვემდე
- ვალუტა - ლარი, დოლარი, ევრო
- სარგებლის დარიცხვა - ყოველთვიური
- კლებადი ანაბრის ხელშეკრულების ნიმუში იხილეთ აქ
შესაძლებელია, როგორც ძირი თანხის ასევე დარიცხული სარგებლის სასურველი გრაფიკით გატანა
ვადის ბოლოს გატანით
ანაბრის ვადა | GEL | USD | EUR | |||
ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | |
6-8 თვე | 11.05% | 11.25% | 2.30% | 2.32% | 0.25% | 0.25% |
9-11 თვე | 11.25% | 11.30% | 2.40% | 2.43% | 0.40% | 0.40% |
12 თვე | 11.15% | 11.15% | 2.55% | 2.55% | 1.15% | 1.16% |
ყოველთვიური გატანით
ანაბრის ვადა | GEL | USD | EUR | |||
ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | |
6-8 თვე | 11.05% | 11.68% | 2.30% | 2.32% | 0.25% | 0.25% |
9-11 თვე | 11.25% | 11.80% | 2.40% | 2.43% | 0.40% | 0.40% |
12 თვე | 11.15% | 11.74% | 2.55% | 2.55% | 1.15% | 1.16% |
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge
ანაბრის კალკულატორი
განთავსებული თანხა და ვალუტა
ანაბრის ვადა და სარგებლის გატანის სიხშირე
ანაბრის გრაფიკი
ანაბარზე განსათავსებელი თანხა
დარიცხული
სარგებელი
წლიური
სარგებელი
თანხა სარგებელთან
ერთად