ჩატი

Apple Pay

Apple Pay კომფორტული და უსაფრთხო ინოვაციური საშუალებაა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ განახორციელოთ გადახდები მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ Apple მოწყობილობებით - iPhone, Apple Watch, iPad და Mac-ის გამოყენებით, Safari-ით, აპლიკაციით თუ ინტერნეტის საშუალებით.

სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია კრედო ბანკის ბარათების მფლობელთათვის. ჩვენ გთავაზობთ ახალ ციფრულ შესაძლებლობებს და გამოცდილებას კიდევ უფრო გამარტივებული შოპინგისთვის. უსაფრთხოება და კონფიდენციალობა არის ის, რაც კრედო ბანკსა და Apple Pay– ის გამოარჩევს.

 

დაამატე Apple pay-ში კრედო ბანკის ბარათი, ისარგებლე კომფორტული უნაღდო ანგარიშსწორებით და გაიმარტივე გადახდები!

უპირატესობა
  • კომფორტული

საჭიროა ბარათის ერთჯერადად დამატება რის შემდეგაც შესაძლებელია გადახდების ბარათის გარეშე წარმოება

 

  • უსაფრთხო

Apple Pay-ით ბარათის გამოყენებისას ბარათის ნომერი არ ინახება მოწყობილობასა თუ Apple-ის სერვერებზე. მომხმარებლის ყოველი ახალი ტრანზაქცია ავტორიზდება ერთჯერადი, უნიკალური უსაფრთხოების კოდით.

 

  • გადახდის სრულყოფილი სისტემა

ბარათი მარტივად ინტეგრირდება ყველა სახის Apple მოწყობილობასთან.

როგორ დავამატოთ ბარათი Apple Wallet-ში?

Iphone :

Apple Pay - ს გამოყნება შესაძლებელია iPhone 6 და ყველა შემდგომი მოდელის საშუალებით

  1. "Apple Wallet”-ის აპლიკაციაში ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს „+“
  2. დაასკანერეთ თქვენი სადებეტო ან საკრედიტო ბარათი და დაამატეთ აპლიკაციაში

Apple Watch :

  1. Apple Watch აპლიკაციაში დააჭირეთ „Wallet & Apple Pay”
  2. „Add Credit or Debit Card”
  3. დაასკანერეთ თქვენი სადებეტო ან საკრედიტო ბარათი და დაამატეთ აპლიკაციაში