ერთობლივი ანაბარი
ერთობლივი ანაბარი კრედო ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომელსაც საქართველოს საბანკო ბაზარზე ანალოგი არ აქვს. იგი ორი ან მეტი ადამიანის საერთო მიზანს აერთიანებს, რომელზეც ნებისმიერი მოცულობის შენატანის განხორციელება, მაღალი სარგებლის მიღება, ერთობლივად დაგროვება და განკარგვა არის შესაძლებელი.
ერთობლივი ანაბარი საშუალებას გაძლევთ თქვენს მეგობართან, მეუღლესთან, შვილთან, მომავალ ან არსებულ ბიზნეს პარტნიორთან თუ უბრალოდ ახლობელ ადამიანთან ერთად სასურველი ვადით დააგროვოთ თანხა სამოგზაუროდ, განათლების მისაღებად, საერთო საქმიანობის დასაწყებად ან გასაუმჯობესებლად, ქორწინების ხარჯების დასაფარად თუ სხვა საჭიროებების დასაფინანსებლად და ამასთანავე მიიღოთ მაღალი სარგებელი!
- ანაბრის ვადა - 6-დან 24 თვემდე
- ანაბრის ვალუტა - GEL/USD/EURO
- ანაბრის გახსნისთვის მინიმალური შენატანი - 20 GEL/USD/EURO
- ანაბარზე მინიმალური ყოველთვიური შენატანის გამოტოვება დასაშვებია მიყოლებით ორი თვის განმავლობაში, მესამე თვიდან ანაბარი ავტომატურად დაირღვევა და თანხა გადავა წინასწარ მითითებულ ანგარიშზე
- სარგებლის გატანა - ვადის ბოლოს
- ერთობლივი ანაბრის ხელშეკრულების ნიმუში იხილეთ აქ
- შენატანების შეუზღუდავი მოცულობა
- ერთობლივი ანგარიში ანაბრის შესავსებად. ანაბარზე თანხის დამატება შესაძლებელია როგორც ბანკის სალაროდან, ასევე ინტერნეტ და მობაილ ბანკისა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით
- ანაბრის დარღვევა/განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი დასტურის საფუძველზე
- საუკეთესო პირობა ლარში გახსნილი ანაბრის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge
ანაბრის ვადა | GEL | USD | EUR | |||
ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | |
6-8 თვე | 11.35% | 11.63% | 2.35% | 2.36% | 0.30% | 0.30% |
9-11 თვე | 11.75% | 11.88% | 2.45% | 2.46% | 0.45% | 0.45% |
12 თვე | 11.85% | 11.87% | 2.60% | 2.60% | 1.20% | 1.20% |
13-14 თვე | 11.55% | 11.48% | 2.70% | 2.70% | 1.25% | 1.25% |
15-17 თვე | 11.70% | 11.53% | 2.80% | 2.79% | 1.35% | 1.35% |
18-20 თვე | 11.90% | 11.57% | 2.90% | 2.88% | 1.50% | 1.49% |
21-23 თვე | 12.10% | 11.62% | 3.00% | 2.97% | 1.55% | 1.54% |
24 თვე | 12.35% | 11.75% | 3.10% | 3.06% | 1.70% | 1.69% |