ავტო სესხი
თუ ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენას გეგმავ ან მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება გესაჭიროება, მოითხოვე და მიიღე ავტო სესხი მარტივად, შენზე მორგებული პირობებით!
შეარჩიე სასურველი ავტომობილი ჩვენს პარტნიორ ავტოდილერებთან, ავტო ბაზრობაზე ან კერძო გამყიდველთან. მიიღე დაფინანსება გაზრდილი საკრედიტო ლიმიტით - 70 000 ლარამდე.
თანხის მიღება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ინტერნეტ და მობაილ ბანკში - Mycredo, ასევე სტანდარტულად, ჩვენს ნებისმიერ სერვისცენტრში.
უპირატესობა
- თანამონაწილეობის გარეშე
- სწრაფი და მარტივი პროცედურა
- მომსახურების საკომისიოს გარეშე
- თანხის მიღება როგორც ავტომობილის შესაძენად, ასევე განსაბაჟებლად და გასაფორმებლად. ასევე, სხვა საფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ავტო სესხის გადასაფარად
- მოქნილი გადახდის გრაფიკი
პირობები
- ვალუტა - ლარი
- თანხა - 2000-დან 70 000 ლარამდე
50 000 ლარამდე თანხის მიღება მომენტალურად, შემოსავლების დადასტურების გარეშე - ვადა - 72 თვემდე
- საშეღავათო პერიოდი - 6 თვემდე