შეღავათიანი აგროკრედიტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კრედო ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ იაფი აგროკრედიტით / აგროლიზინგით - სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის
- შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის
- შეღავათიანი აგროლიზინგი
- სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში"
პირობები იხილეთ შემდეგ ბმულზე
უპირატესობა
- სესხის აღების სწრაფი და მარტივი პროცედურა
- უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი
- შემოსავლების სეზონურობაზე მორგებული გადახდის გრაფიკი
- საშეღავათო პერიოდები
- საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ
პირობები
- სესხის თანხა - 5,000 ₾-დან
- სესხის ვადა
- ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში - 24 თვემდე
- ძირითადი საშუალებებისთვის -120 თვემდე
- საშეღავათო პერიოდი
- 10 თვემდე წელიწადში
- 22 თვემდე ახალი კულტურების გაშენების შემთხვევაში
- სეზონურ შემოსავლებზე მორგებული გადახდის გრაფიკი
- სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება
- ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში - პირველი 6 თვის საპროცენტო განაკვეთი
- ძირითადი საშუალებების შემთხვევაში - წლიური 11%-მდე