ჩატი

კრედო შუამავალი

კრედო ბანკმა, საქართველოს რეგიონებში საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შექმნა სპეციალური მომსახურება - „კრედო შუამავალი“, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სერვისცენტრებში ვიზიტის გარეშე შეიტანონ ან გაიტანონ თანხა მიმდინარე ანგარიშიდან.

კრედო შუამავალის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია კონკრეტულ ლოკაციებზე, პარტნიორ საბანკო შუამავლებთან, რომლებიც დაეხმარებიან მომხმარებლებს, ინტენერტ და მობაილ ბანკის Mycredo-ს საშუალებით საკუთარ ანგარიშზე არსებული თანხის სურვილისამებრ განკარგვაში.

შუამავალის დახმარებით, შესაძლებელია შემდეგი ტრანზაქციების განხორცილება :

  • თანხის ანაგრიშზე შეტანა
  • მობილურის ბალანსის შევსება
  • კომუნალურების გადახდა
  • განვადების ან სესხის თანხის შეტანა
  • ფულადი გზავნილის განაღდება
  • ნაშთის შემოწმება მიმდინარე ანგარიშზე
  • და სხვა.

 

ანგარიშზე თანხის შეტანის ნებისმიერი ტრანზაქცია არის უფასო (ყველანაირი საკომისიოს გარეშე), ხოლო საკუთარი ანგარიშიდან თანხის გატანის შემთხვევაში საკომისიო შედგენს 1%-ს.

საბანკო შუამავლების საკონტაქტო ინფორმაცია