ავტო-დაზღვევის პაკეტები (CASCO / TPL)
თუ გყავს ავტომობილი და გსურს თავიდან აიცილო ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯი, კრედო ბანკი გთავაზობს ავტო დაზღვევის შენს საჭიროებებზე მორგებულ პაკეტებს სპეციალური პირობებით
- ავტომობილის დაზღვევა
აღადგინე ან შეცვალე მანქანის დაზიანებული ნაწილები და დაუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უმოკლეს ვადაში - მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა
დააზღვიე ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული - შენი და შენი მგზავრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე - მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა (დაზღვევით მოსარგებლე პირთა რაოდენობის შეზღუდვის გარეშე)
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, შენ, აღარ მოგიწევს ფიქრი იმაზე თუ ვისი ბრალეულობით არის გამოწვეული შემთხვევა - სადაზღვევო კომპანია ალდაგი მოახდენს ყოველგვარი ზარალის ანაზღაურებას!
ავტო დაზღვევა:
- დაზღვევით სარგებლობის მარტივი პროცედურა
- დაზღვევის განვადებით შეძენა წინასწარი შენატანის გარეშე
- სადაზღვევო პაკეტის ღირებულების დაფარვის შესაძლებლობა, როგორც ყოველთვიური გადახდით, ასევე საშეღავათო პერიოდით
- 24 საათიანი ტექნიკური დახმარება გზებზე, ავტომომსახურების ჯგუფის სერვისი და მაღალხარისხიანი მომსახურება ავტომობილის შეკეთებაზე
- 1990-2002 წლებში გამოშვებული ავტომობილების დაზღვევის შესაძლებლობა
3000 ლარზე მეტი ოდენობის სესხით სარგებლობის შემთხვევაში, ავტო დაზღვევის (CASCO) ღირებულების 1 თვის ღირებულებას კრედო ბანკი საჩუქრად გადმოგცემთ. აღნიშნული თანხა გამოაკლდება გრაფიკით გათვალისწინებულ ბოლო გადასახდელ თანხას.
მძღოლისა და მესამე პირთა წინაშე წარმოშობილი პასუხისმგებლობის დაზღვევა:
- მძღოლების შეუზღუდავი რაოდენობა
- ავტომობილების შეუზღუდავი რაოდენობა
- დაზღვევით სარგებლობის მარტივი პროცედურა
- საჩუქარი - სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა
ავტო-დაზღვევასთან ერთად მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევის (MPA) შეძენის შემთხვევაში მიიღე საჩუქრად Greenway -ის ტექინსპექტირების ვაუჩერი:
$2500-3999 -მდე ავტომობილის ღირებულების შემთხვევაში - 30 ლარიანი ვაუჩერი
$4000 -დან ავტომობილის ღირებულების შემთხვევაში - 60 ლარიანი ვაუჩერი
3000 ლარზე მეტი ოდენობის სესხით სარგებლობის შემთხვევაში, ავტო დაზღვევის პაკეტის, კერძოდ მესამე პირის წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის (MTPL/PTPL) დაზღვევის შეძენას შეძლებთ 60 ლარად 72 ლარის ნაცვლად
შედეგად, თქვენ იღებთ თქვენთვის საჭირო ოდენობის სესხს და დაცული ხართ ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან, კიდევ უფრო ნაკლებ ფასად.