ჩატი

მოთხოვნამდე ანაბარი

მოთხოვნამდე ანაბრით შესაძლებელია შეინახოთ ან დააგროვოთ თანხა და მიიღოთ სარგებელი. თანხის დამატება ანაბარზე შესაძლებელია შეუზღუდავად, ხოლო ანაბრის თანხის განკარგვა ნებისმიერ დროს.

უპირატესობები
  • თანხის დამატების და გატანის შესაძლებლობა შეუზღუდავად
  • მაღალი საპროცენტო სარგებელი
  • არ მოეთხოვება სავალდებულო ყოველთვიური შენატანი და არ არის შეზღუდული ვადით

 

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

მოთხოვნამდე ანაბარი თვის მინიმალურ ნაშთზე დარიცხვით

პირობები

 

  • ანაბრის ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი და ევრო
  • ანაბრის გახსნისთვის მინიმალური შენატანი: 10 (ლარი; აშშ დოლარი; ევრო)
  • სავალდებულო ყოველთვიური შენატანი: არ მოითხოვება
  • სავალდებულო მინიმალური ნაშთი: არ მოითხოვება
  • სარგებლის რეალიზაცია: ყოველი მომდევნო თვის  პირველ კალენდარულ დღეს
  • სარგებლის რეალიზაციის ანგარიში: მიმდინარე ანგარიში, მოთხოვნამდე ანგარიში.

 

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები

 

სარგებელი

 

მოთხოვნამდე ანაბარი თვის მინიმალურ ნაშთზე დარიცხვით GEL USD EUR
% სარგებელი
ნომინალური 7.25% 0.50% 0.10%
ეფექტური (კაპიტალიზაციით) 0.61% 0.01% -0,03%
ეფექტური (რეალიზაციით) 0.61% 0.01% -0,03%

ეფექტური პროცენტი დათვლილია იმ დაშვებით, რომ თვის განმავლობაში ანგარიშზე არსებული ნაშთი შეადგენს საშუალოდ 10,000 ერთეულს, ხოლო მინიმალური ნაშთი - 1,000 ერთეულს. საანგარიშო პერიოდად აღებულია ერთი წელი.

მოთხოვნამდე ანაბარი ყოველდღიურ ნაშთზე დარიცხვით

პირობები

 

  • ანაბრის ვალუტა: ლარი, აშშ დოლარი
  • ანაბრის გახსნისთვის მინიმალური შენატანი: 10 (ლარი; აშშ დოლარი)
  • სავალდებულო ყოველთვიური შენატანი: არ მოითხოვება
  • სავალდებულო მინიმალური ნაშთი: არ მოითხოვება
  • სარგებლის რეალიზაცია: ყოველი მომდევნო თვის  პირველ კალენდარულ დღეს
  • სარგებლის რეალიზაციის ანგარიში: მიმდინარე ანგარიში, მოთხოვნამდე ანგარიში
  • სარგებლის დარიცხვა: ყოველდღიურ ნაშთზე (max. 100,000 ერთეულზე)

 

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები

 

სარგებელი

მოთხოვნამდე ანაბარი ყოველდღიურ ნაშთზე დარიცხვით GEL USD EUR
% სარგებელი
ნომინალური 2.00% 0.10%
ეფექტური (კაპიტალიზაციით) 1.90% 0.06%
ეფექტური (რეალიზაციით) 1.90% 0.06%

ეფექტური პროცენტი დათვლილია იმ დაშვებით, რომ თვის განმავლობაში ანგარიშზე არსებული ნაშთი შეადგენს საშუალოდ 10,000 ერთეულს. საანგარიშო პერიოდად აღებულია ერთი წელი.