ჩატი

E-mail Banking - კრედო რჩეული მომხმარებლებისთვის

კრედო ბანკი, რჩეულ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით საბანკო მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღებას სთავაზობს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, განახორციელოს ტრანზაქციები და მიიღოს შესაბამისი შეტყობინებები მომხმარებლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

E-mail Banking მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა ფლობდეთ  პირად ელექტრონულ ფოსტას, სასურველი ოპერაციის განხორციელების მოთხოვნა კი გამოაგზავნოთ მისამართზე [email protected]

უპირატესობები

თქვენ შეგიძლიათ:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშებისა და სესხების შესახებ
  • მიიღოთ ანგარიშების რეკვიზიტები, ამონაწერი და ცნობა
  • განახორციელოთ გადარიცხვები საკუთარ ანგარიშზე
  • განახორციელოთ გადარიცხვები მესამე პირის ანგარიშზე როგორც ბანკის შიგნით, ისე მის გარეთ
  • განახორციელოთ საბიუჯეტო გადარიცხვები
  • მოახდინოთ უნაღდო კონვერტაცია
  • გახსნათ, დაარღვიოთ ან დაამატოთ თანხა ანაბარზე
  • შეუკვეთოთ, დაბლოკოთ ან განაახლოთ სადებეტო ბარათი
  • შეუკვეთოთ საკრედიტო ბარათი, მასზე ლიმიტის გაზრდა, შემცირება ან გაუქმება
  • მოითხოვოთ ოვერდრაფტის ლიმიტი, მისი გაზრდა, შემცირება ან გაუქმება
  • მოითხოვოთ სესხი
  • განახორციელოთ სესხის ნაწილობრივი ან წინსწრებით დაფარვა
  • შეიძინოთ ან გააუქმოთ სადაზღვევო პროდუქტები
  • გააუქმოთ არასასურველი ტრანზაქცია