Pay Box - ჩასარიცხი აპარატი
კრედო ბანკის სერვის ცენტრებში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით შესაძლებელია შემდეგი ოპერაციების შესრულება:
- ფულადი გზავნილის გაგზავნა საქართველოს მასშტაბით - Sprint
- სესხის გადახდა
- ანგარიშზე თანხის შეტანა
- ანაბარზე თანხის შეტანა
- საკრედიტო ბარათზე თანხის შეტანა
- სესხის მოთხოვნა - განაცხადის შევსება
- სხვა გადახდების შესრულება
კრედო ბანკის ანგარიშზე თანხის შეტანა კრედო ბანკში განთავსებული PAY BOX აპარატების გარდა ასევე შესაძლებელია: თიბისი ფეი/ TBC PAY, ექსპრეს ფეი / Express Pay (BOG), ელბი ფეი / LB Pay (Liberty), Onepay/ნუმუსი და ოპპა / OPPA-ს აპარატების გამოყენებით.
სწრაფი გადახდის აპარატით მომსახურების მიღება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე
კრედო ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით შესაძლებელია ფულადი გზავნილის გაგზავნა Sprint სისტემით. გზავნილის გაგზავნა ხდება მომენტალურად.
- გზავნილის გაგზავნისას მომხმარებლის იდენტიფიცირება ხდება პირადი ნომრის, დაბადების თარიღის და მობილურის ნომრის მითითებით.
- მნიშვნელოვანია, გზავნილის გაგზავნისას სწორად იყოს მითითებული მიმღების მონაცემები - სახელი, გვარი და მობილურის ნომერი.
- გზავნილის გაგზავნის ოპერაციის დასრულებისთანავე მიმღების მობილურის ნომრებზე ხდება გზავნილის კოდის გაგზავნა სმს შეტყობინების სახით.
- გზავნილის განაღდება მიმღებს შეუძლია კოდის მიღებისთანავე -კრედო ბანკის სერვისცენტრში, ინტერნეტ და მობაილ ბანკ Mycredo-დან ან Call Centre-ის საშუალებით - *4242
- აპარატი იღებს მხოლოდ ლარის კუპიურებს/მონეტებს.
- აპარატი არ იღებს 50 თეთრზე ნაკლები ნომინალის მონეტას.
- ერთჯერადად გადახდილი თანხა დასაშვებია იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3000 ლარის ოდენობის
სწრაფი გადახდის აპარატით თანხის შეტანა როგორც საკუთარ, ისე სხვა/მესამე პირის ანგარიშებზე.
- ანგარიშზე თანხის შესატანად საჭიროა თანხის მიმღები პირი დარეგისტირირებული იყოს კრედო ბანკის მონაცემთა ბაზაში და გახსნილი ჰქონდეს ანგარიში
- სწრაფი გადახდის აპარატით თანხის ანგარიშზე შეტანისას მომხმარებლის იდენტიფიცირება ხდება - პირადი ნომრის და დაბადების თარიღის მითითებით.
- აპარატით შეტანილი თანხის ასახვა თქვენს ანგარიშზე ან გაგზავნა (გზავნილის სახით) შესაძლებელია ლარში, აშშ დოლარში ან ევროში. თუ თანხის ასახვა ხდება ლარისგან განსხვავებულ ვალუტაში, კონვერტაცია ხორციელდება კრედო ბანკის კომერციული კურსით.
- აპარატი იღებს მხოლოდ ლარის კუპიურებს/მონეტებს.
- აპარატი არ იღებს 50 თეთრზე ნაკლები ნომინალის მონეტას.
- ერთჯერადად გადახდილი თანხა დასაშვებია იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3000 ლარის ოდენობის
- სამუშაო დღის 23:00 შემდეგ და/ან არასამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესრულებული სესხის გადახდის ოპერაცია სისტემაში აისახება მომდევნო სამუშაო დღის თარიღით.
- სხვა გადახდებში განთავსებული სერვისების შემთხვევაში გადახდილი თანხის აბონენტის ანგარიშზე ასახვის სისწრაფე და თარიღი დამოკიდებულია სერვისის პროვაიდერ ორგანიზაციაზე.
- თანხის გადარიცხის ტარიფი შეადგენს - 0.5% (მინ 0.50 USD/EUR/GEL)
გადახდის შესრულების დასტურად აპარატიდან შესაძლებელია ფიზიკურად ამობეჭდილი ქვითრის მიღება. ქვითარზე ინფორმაციის დატანა ხდება თქვენ მიერ შერჩეული საოპერაციო ენის მიხედვით.