ისტორია
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი, „პროპარკო“, კრედო ბანკის აქციონერი გახდა,
აღნიშნული ინვესტიციის მხარდაჭერით კი კრედო ბანკი „ფინკა ბანკი საქართველოს“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა და უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში ბანკების ინტეგრაციის პროცესიც წარმატებით დასრულდა.
კრედო ბანკმა საქართველოს კომერციულ ბანკებს შორის აქტივებით მე-7, ხოლო პორტფელით მე-5 ადგილი დაიკავა.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დიჯიტალიზაციის და ახალი პროდუქტების განვითარების მიმართულებითაც,
განახლდა ინტერნეტ და მობალ ბანკი Mycredo, რომელიც ბევრ ახალ ფუნქციონალთან ერთად უკვე 7 ენაზეა ადაპტირებული და მისი გამოყენება მობილური ინტერენტის გარეშეც შესაძლებელია.
შეიქმნა სპეციალური შეთავაზებების პაკეტი ემიგრანტებისთვის, რომელიც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საბანკო სერვისებით სარგებლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
მომსახურების დროის მაქსიმალური ოპტიმიზაციისთვის საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს: აქტიური მომხმარებლებისთვის და თავდებისთვის წინასწარ დამტკიცებული სესხისა და განვადების ლიმიტები და პარტნიორ მაღაზიებში განვადების ავტომატური დამტკიცება; ონლაინ ონბორდინგი და სესხის ონლაინ მიღება - ონლაინ კონტრაქტების საშუალებით.
შეიქმნა სრულიად ინოვაციური სადეპოზიტო პროდუქტები - კლებადი და ერთობლივი ანაბარი.
საკრედიტო პორტფელი 1 მილიარდი ლარის ნიშნულს გადასცდა და ქართული ბანკების რეიტინგში, კრედო ბანკმა, პორტფელის სიდიდით მე-7 პოზიცია დაიკავა.
დაინერგა ინტერნეტ და მობაილ ბანკი - Mycredo ფიზიკური პირებისთვის, სრულყოფილი ფუნქციონალით. საფუძველი ჩაეყარა ფულადი გზავნილების ონლაინ განაღდების შესაძლებლობასა და პლასტიკური ბარათის უფასოდ შეკვეთა-მიწოდების სერვისს.
შეიქმნა ინოვაციური პროდუქტი - სესხი საკრედიტო ისტორიის გასაუმჯობესებლად, რომელიც ცუდი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებელს ფულადი რესურსის მიღებისა და საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.
კრედო ბანკმა თავის მომხმარებელს მიმდინარე ანგარიშით, ანაბრებითა და სადებეტო ბარათით სარგებლობა შესთავაზა. პორტალ Mycredo.ge-დან შესაძლებელი გახდა ონლაინ რეჟიმში სხვადასხვა ტიპის სასესხო პროდუქტზე მომსახურების მიღება.
ამავე წელს, კრედომ აქტიურად იმუშავა აგრო პორტალის kalo.ge შექმნაზე. პორტალი საგანმანათლებლო ხასიათისაა, უზრუნველყოფს ვიდეო ინსტრუქციებს და აგრო კალენდარს ფერმერული საქმიანობისთვის.
მიიღო საბანკო ლიცენზია და გახდა სს კრედო ბანკი.
- ამავე წელს, საფუძველი ჩაეყარა დიჯითალ ბანკინგის განვითარებას, რაც გულისხმობს საბანკო მომსახურების გაუმჯობესებას ინოვაციური ტექნოლოგიების საშუალებით.
კრედო ბანკმა SMART კამპანიის „მომხმარებელთა დაცვის სერტიფიკატის“ მოიპოვა. აღნიშნული საფინანსო სექტორის მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კამპანიაა.
კრედომ 177 მილიონი დოლარის პორტფელითა და 197 ათასი აქტიური მომხმარებლით დახურა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ახალი ფილიალი გახსნა და ფილიალების საერთო რაოდენობამ 59 შეადგინა. გაიხსნა 33 ახალი სალარო კრედოს სხვადასხვა ფილიალებში. მომხმარებლებს საშუალება მიეცათ ისარგებლონ გზავნილებითა და სავალუტო ოპერაციებით.
კრედოს ახალი მფლობელები ჰყავს. კრედო სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმმა შეიძინა. კონსორციუმი Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-გან შედგება.
კრედომ შექმნა ახალი პროდუქტი სამომხმარებლო სესხები, რომელიც ხელმისაწვდომია მიკრო და მცირე ბიზნესში დასაქმებულთათვის. დაარსდა კრედოს პირველი ზაფხულის აკადემია.
კრედომ მიკროფინანს ცენტრისა და სმარტ კამპანიისგან საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო მსესხებელთა ზედმეტი ვალდებულებებისგან დაცვის სფეროში მიიღო, დანერგა მსესხებელთა სოციალური მდგომარეობის შეფასების ბარათი და მრავალი მასშტაბური საზოგადოებრივ - სოციალური პროექტი განახორციელა.
კრედომ ლიდერი, ინოვატორი ორგანიზაციის სტატუსი შეინარჩუნა. ორგანიზაციის აგრარული პოზიციონირება ექვსი ახალი და ორი არსებული ფილიალის გახსნა-გაფართოებით გამყარდა. ამავე წელს მსესხებლებს შესთავაზა განვადება პლასტიკური ბარათით, დაამონტაჟა გადახდის აპარატები ყველა ფილიალში და საკუთარი ტერმინალები საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში
კრედომ საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის მოწინავე პოზიცია დაიკავა. ამავე წელს გეოგრაფიულად გაფართოვდა და გახსნა ორი ახალი ფილიალი აგრარული პოზიციონირებით.
კრედომ რამდენიმე ინოვაციური პროექტი განახორციელა, რომელთა რიცხვშიც ყველაზე მნიშვნელოვანი კრედოს სტრატეგიული გეგმის შემუშავება, გადახდების ახალი სისტემის შემუშავება და სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა გახლდათ
ეკონომიკური სტაგნაციის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის მოტივაცია, ზრდის სურვილი და ცვალებად დროზე მორგება, დადებითად აისახა ორგანიზაციის ზრდის მაჩვენებელზე. 100 პროცენტით გაიზარდა, როგორც კლიენტების რაოდენობა, ასევე - საკრედიტო პორტფელი.
დეკემბერში არაკომერციულმა ორგანიზაცია “ვიჟენფანდ კრედომ” ახალი ორგანიზაცია, შ.პ.ს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” დააარსა. ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, შესაბამისად “ვიჟენფანდ კრედომ” მას გადასცა ყველა ვალდებულება, მათ შორის გაცემული სესხების მოთხოვნის უფლება.
ორგანიზაცია ვიჟენფანდ კრედო ფონდი, ადგილობრივ, დამოუკიდებელ, სამართლებრივ ერთეულად დარეგისტრირდა. კანონში ცვლილებამ შესაძლებელი გახადა ორგანიზაციისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კვალიფიკაციის მინიჭება.
კანადის განვითარებისა და დახმარების სააგენტოს მეშვეობით, პროგრამამ რეგიონების მასშტაბით გაფართოება დაიწყო და შესაბამისად, ფილიალები გაიხსნა ქუთაისში, ბათუმში, ბორჯომსა და ახალციხეში.
საერთაშორისო ორგანიზაციამ “World Vision” მცირე ბიზნესის განვითარებისა და დახმარების პროექტი წამოიწყო. მისია მარტივი თუმცა მნიშვნელოვანი გახლდათ — მეწარმეობრივად უმწეოთა და მცირე ბიზნესებისთვის მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა.