სადეპოზიტო სერტიფიკატი
სადეპოზიტო სერტიფიკატი საუკეთესო საშუალებაა - დააბანდო დანაზოგი ეფექტურად და მიიღო მაღალი სარგებელი!
იგი წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას - სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს მის მფლობელს გადაუხადოს ხელშეკრულების პირობით გათვალისწინებული თანხა.
- ანაბრის ვალუტა - ლარი, დოლარი და ევრო
- პირველადი მინიმალური შენატანი - 1'000 ლარი (ან მისი ჯერადი)
- ანაბრის ვადა – 1 დან 5 წლამდე
- საპროცენტო სარგებლის დარიცხვა - ყოველდღიურად, წელიწადში 365 დღეზე დაანგარიშებით
- სერტიფიკატის ვადაზე ადრე დარღვევა არ არის დაშვებული
- სერტიფიკატზე თანხის დამატება არ არის დაშვებული
- სერტიფიკატის გასხვისება - დაშვებულია (კრედო ბანკის პროცედურის შესაბამისად)
- სერტიფიკატის ყიდვა - უფასო
- სადეპოზიტო სერტიფიკატს ერიცხება უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელი, ვიდრე ნებისმიერ ანაბარზე განთავსებულ თანხას
- სადეპოზიტო სერტიფიკატი შესაძლებელია ნებისმიერ დროს გაასხვისოთ სხვა პირზე
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge
სარგებელი ვადის ბოლოს გატანით | GEL | USD | EUR | |||
ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | |
12 თვე | 12.35% | 12.35% | 2.50% | 2.51% | 2.10% | 2.10% |
24 თვე | 13.10% | 12.34% | 2.85% | 2.81% | 2.50% | 2.47% |
36,48,60 თვე | განიხილება ინდივიდუალურად | განიხილება ინდივიდუალურად | ||||
სარგებელი ყოველთვიური გატანით | GEL | USD | EUR | |||
ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | |
12 თვე | 11.65% | 12.29% | 2.45% | 2.48% | 2.05% | 2.07% |
24 თვე | 11.80% | 12.46% | 2.80% | 2.84% | 2.45% | 2.48% |
36,48,60 თვე | განიხილება ინდივიდუალურად | განიხილება ინდივიდუალურად |
სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოსყიდვის პირობა:
კლიენტი უხდის ბანკს პირგასამტეხლოს შემდეგი პირობებით: სადეპოზიტო სერტიფიკატზე დარჩენილი ვადის ანალოგიური ვადიანობის, ბანკში მოქმედი მიმდინარე სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო სარგებელს ან სადეპოზიტო სერტიფიკატზე დარჩენილი ვადის შემდგომი ვადის მქონე სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო სარგებელს დამატებული 3%.
* ბანკი არ არის ვალდებული ვადაზე ადრე გამოისყიდოს სადეპოზიტო სერტიფიკატი აღნიშნული პირობებით.