ჩატი

მოსავლის დაზღვევა

სტიქიურ მოვლენებს წინასწარ ვერ გათვლი, ამიტომ მოსავლის დაზღვევა საუკეთესო გამოსავალია!
მოსავლის დაზღვევა უზრუნველყოფს თქვენს ფინანსურ სტაბილურობას და თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

&nbsp

თუკი თქვენი მოსავალი ნაწილობრივ ან სრულად განადგურდება, წარმოქმნილ ზარალს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე აანაზღაურებს.

 

 

დაზღვევის საფასურის 50%-დან 70%-მდე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო დაგიფინანსებთ.

 

მოსავალი შეგიძლიათ დააზღვიოთ შემდეგი რისკებისგან:
  • სეტყვა
  • წყალდიდობა
  • ქარიშხალი
  • საშემოდგომო ყინვა - ციტრუსოვანი კულტურებისთვის

 

 დააზღვიეთ მოსავალი კრედო ბანკის განვადებით დღეს და გადაიხადეთ მოსავლის აღების შემდეგ!

 

უპირატესობები
  • დაზღვევის მარტივი პროცედურა
  • დაზღვევის განვადებით შეძენის შესაძლებლობა
  • ზარალის დადგომისთანავე ანაზღაურება
  • სახელმწიფო სუბსიდირების მიღების შესაძლებლობა
  • საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობა - საფასურს იხდით სადაზღვევო პერიოდის ბოლოს, მოსავლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის მიღების შემდეგ
  • სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს
  • 1 წელზე მეტი ვადით გაფორმებულ სადაზღვევო პოლისს აქვს მხოლოდ ერთჯერადი მოცდის პერიოდი,ხელშეკრულების ხელმოწერისას, ხოლო ხელშეკრულების ვადის ბოლომდე პოსილი ავტომატურად მოქმედი და აქტიურია
სადაზღვევო კულტურები
  • ვაზი
  • მარცვლული კულტურები
  • პარკოსანი კულტურები
  • ბოსტნეული კულტურები
  • ბაღჩეული კულტურები
  • ხეხილი
  • კენკროვანი კულტურები
  • კაკლოვანი კულტურები
  • სუბტროპიკული კულტურები
  • ციტრუსი