ჩატი

როგორ ვისარგებლოთ კრედო ბანკის მომსახურებით

როგორ გადავიხადო კრედო ბანკის სერვისცენტრებში?

სესხის ან განვადების გადახდა შესაძლებელია როგორც ლარში, ასევე დოლარში, კრედო ბანკის ნებისმიერი სერვისცენტრის სალაროში. გადახდისას, მოლარეს უნდა წარუდგინოთ:

  • თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).
  • თქვენი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, წარადგინეთ მესამე პირის პირადი ნომერი და დაბადების თარიღი - მესამე პირის სახელზე არსებული სესხის ან განვადების თანხის გადახდის შემთხვევაში.

თანხის გადახდის შემდეგ მიიღებთ გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

 

როგორ გადავიხადო სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით?

სესხის ან განვადების გადახდა შეგიძლიათ შემდეგი სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით:

გადახდისას, ეკრანზე აირჩიეთ ღილაკი “კრედობანკი” შეიყვანეთ დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და მიჰყევით ინსტრუქციას. თანხის შეტანის შემდეგ დაელოდეთ დასტურს და გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

 

როგორ გადავიხადო ინტერნეტის მეშვეობით?

თუ სესხის ან განვადების გადახდას ინტერნეტის მეშვეობით გეგმავთ, შეგიძლიათ შემდეგი პლატფორმებით ისარგებლოთ:

როგორ დავფაროთ სესხი ვადაზე ადრე?

სესხის ვადაზე ადრე დასაფარად მიმართეთ თქვენს სესხის ოფიცერს და შეავსეთ განაცხადი.

განაცხადის გარეშე სესხი ვადაზე ადრე არ დაიფარება.

ფულადი გზავნილები

როგორ მივიღო სწრაფი ფულადი გზავნილი?

ფულადი გზავნილის მიღება შესაძლებელია :

 

  • დისტანციურად, ინტერნეტ ბანკის mycredo.ge საშუალებით

გზავნილის გასანაღდებლად საჭიროა ფლობდეთ მიმდინარე ანგარიშს კრედო ბანკში,
დარეგისტრირდეთ პორტალზე mycredo.ge, მთავარ გვერდზე აირჩიოთ - გზავნილის განაღდება,
აირჩიოთ გზავნილის სისტემა, მიუთითოთ გზავნილის ვალუტაში არსებული ანგარიში და გზავნილის კოდი.
ღილაკით „ კოდის შემოწმება“ ხდება გზავნილის გადამოწმება სისტემაში. განაღდების პროცესის დასასრულებლად, აუცილებელია „თანხის“ ველში მითითებული მნიშვნელობა ემთხვეოდეს გზავნილის ოდენობას.

 

  • სატელეფონო ცენტრის საშუალებით - *4242

აუცილებელია, ფლობდეთ ანგარიშს კრედო ბანკში, ოპერატორს კი აცნობოთ შემდეგი დეტალები : გზავნილის კოდი, რომელიც მიიღეთ თანხის გამოგზავნის შემდეგ. გზავნილის თანხა და ვალუტა. გამომგზავნის სახელი, გვარი და ქვეყანა, რომლიდანაც გამოიგზავნა თანხა.

 

  • კრედო ბანკის სალაროში

მოლარეს წარუდგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. აუცილებელია, მოლარეს აცნობოთ: გზავნილის კოდი, რომელიც მიიღეთ თანხის გამოგზავნის შემდეგ. გზავნილის თანხა და ვალუტა. გამომგზავნის სახელი, გვარი და ქვეყანა, რომლიდანაც გამოიგზავნა თანხა.

როგორ გავაგზავნო სწრაფი ფულადი გზავნილი?
  • კრედო ბანკის სალაროდან

თანხის გაგზავნისას, კრედო ბანკის მოლარეს წარუდგინეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. აცნობეთ, თუ რომელ ქვეყანასა და ქალაქში გსურთ თანხის გაგზავნა. მოლარე დაგეხმარებათ შეარჩიოთ ოპტიმალური გზავნილის სისტემა. გადარიცხვის წარმატებით შესრულების შემდეგ, გადმოგეცემათ გზავნილის კოდი, რომელიც უნდა აცნობოთ თანხის მიმღებს. გაითვალისწინეთ, გზავნილის გასანაღდებლად აუცილებელია მიმღებმა წარადგინოს გზავნილის კოდი.

 

  • კრედო ბანკის ჩასარიცხი აპარატიდან - pay box

კრედო ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით შესაძლებელია ფულადი გზავნილის გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით - Sprint სისტემით. გზავნილის გაგზავნისას მომხმარებლის იდენტიფიცირება ხდება პირადი ნომრის, დაბადების თარიღის და მობილურის ნომრის მითითებით. მნიშვნელოვანია, გზავნილის გაგზავნისას სწორად იყოს მითითებული მიმღების მონაცემები - სახელი, გვარი და მობილურის ნომერი. გზავნილის გაგზავნის ოპერაციის დასრულებისთანავე მიმღების მობილურის ნომრებზე ხდება გზავნილის კოდის გაგზავნა სმს შეტყობინების სახით. ერთჯერადად გადახდილი თანხა დასაშვებია იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 1000 ლარის ოდენობის.

 

*მნიშვნელოვანია იცოდეთ, ფულადი გზავნილის მომსახურების გადასახადი განსხვავდება გზავნილების სისტემების მიხედვით. დეტალურ ინფორმაციას სალაროში მიიღებთ. მომსახურების გადასახადს იხდის მხოლოდ გამგზავნი პირი, სურვილის შემთხვევაში, გადასახადი შესაძლოა გამოაკლდეს გადასარიცხ თანხას.

განაცხადის გაგზავნა

როგორ გავაკეთო განაცხადი სატელეფონო ცენტრიდან?

იმისთვის, რომ სესხის ან განვადების თაობაზე განაცხადი ერთი ზარის მეშვეობით გააკეთოთ ან უბრალოდ რაიმე კითხვა/რეკომენდაცია გაქვთ ჩვენთვის, უნდა დარეკოთ კრედოს განახლებულ სატელეფონო ცენტრში ნომერზე - 032 2 42 42 42

 

საჭიროების შემთხვევაში გადამისამართდებით კრედოს ფილიალებსა და სათავო ოფისის თანამშრომლებთან და შექმნით ახალ განაცხადს.