ჩატი

POS ტერმინალი

თუ გაქვთ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტი კრედო ბანკის ტერმინალის განთავსებით გეძლევათ შესაძლებლობა თქვენს ბიზნესში გაიმარტივოთ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პროცედურები, გააუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, ამასთანავე დაზოგოთ ხარჯები, გაზარდოთ გაყიდვები და მოიზიდოთ ახალი მომხმარებლები.

ტერმინალს ასევე აქვს სალარო აპარატის ფუნქცია, რაც შესაძლებლობას გაძლევთ ერთი მოწყობილობით აწარმოოთ, როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორება, რაც თავისმხრივ გათავისუფლებთ სალაროს ტერმინალის შეძენისგან.

 

  • თქვენს ობიექტზე კრედო ბანკის პოს-ტერმინალის განსათავსებლად დაუკავშირდით სატელეფონო ცენტრს, ნომერზე *4242 ან მიმართეთ სასურველ სერვისცენტრს

 

გაზარდე საბარათე გადახდები კრედო ბანკის ტერმინალებზე და მიიღე ბიზნეს სესხი საშეღავათო ტარიფებით!

უპირატესობები
  • პოს-ტერმინალის განთავსება და ინსტალაცია ყოველგვარი დანახარჯის გარეშე
  • თანამშრომლების უფასო ტრეინინგი
  • უფასო ტექნიკური მომსახურება
  • თანამედროვე და დაცული ანგარიშსწორების შესაძლებლობა
  • როგორც Visa ასევე MasterCard ბარათებით ანგარიშსწორების შესაძლებლობა
  • ტრანზქციის მინიმალური საკომისიოს გარეშე
უსაფრთხოების მექანიზმი

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კრედო ბანკში დაინერგა უსაფრთხოების ახალი მექანიზმი - რისკების მონიტორინგის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კრედო ბანკის ბარათებსა და პოს-ტერმინალებთან დაკავშირებული საეჭვო ოპერაციების მონიტორინგს. პროგრამა მიმართულია გამოავლინოს ისეთი ოპერაციები, რომელიც შესაძლოა განხორციელდა არა ბარათის მფლობელის, არამედ სხვა პირის მიერ. შესაბამისად, თუ ბარათით სარგებლობისას, ოპერაცია ვერ დასრულდება წარმატებით, გთხოვთ, შეზღუდვის მოსახსნელად მიმართოთ კრედო ბანკის საინფორმაციო ცენტრს *4242 ან უახლოეს სერვისცენტრს