იპოთეკური სესხი
საცხოვრებელი სივრცე სჭირდება ყველას. წლებთან ერთად ყოველთვიურად გადახდილი ქირის საფასური ძვირად გვიჯდება - ხელშესახები კი არაფერი გვრჩება.
კრედო ბანკი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხის ფარგლებში გთავაზობთ ბინის ყიდვის შესაძლებლობას მომხმარებლის ინტერესის მაქსიმალური გათვალისწინებით - გადაიხადეთ ბინის ყოველთვიური ქირის ექვივალენტური თანხა 5 წლის განმავლობაში და იცხოვრეთ სივრცეში, რომელსაც ერქმევა „ჩემი ბინა“. პარტნიორ დეველოპერებთან, ასევე მიიღებთ სპეციალურ პირობებსა და ფასდაკლებებს, რომელიც სუბსიდირების აქციის პარალელურად მოქმედებს და გრძელდება ამ უკანასკნელის გასვლის შემდგომაც - აღებული კრედიტის სრული 15 წლის მანძილზე.
- სესხის ვალუტა - ლარი
- ვადა - 180 თვემდე
- თანხა - 300 000 ლარამდე
- სუბსიდირების ვადა - 5 წლამდე
- საპროცენტო განაკვეთი:
სუბსიდირების პერიოდი ეფექტური 10.06%-დან
სუბსიდირების შემდგომი პერიოდი ეფექტური 10.84%-დან
პროგრამით სარგებლობისა და სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, რომ იპოთეკური სესხი გაიცეს კრედო ბანკში ფიზიკურ პირზე 2020 წლის 31 დეკემბრამდე, სამშენებლო ან დეველოპერულ კომპანიაში საცხოვრებელი ბინის შეძენის მიზნით.