საბანკო გარანტია
კრედო ბანკი მომხმარებელს ფინანსური რისკების დაზღვევასა და საგარანტიო უზრუნველყოფას სთავაზობს.
საბანკო გარანტიით ბანკი იღებს გამოუთხოვად წერილობით ვალდებულებას, მომხმარებელს აუნაზღაუროს საგარანტიო წერილში მითითებული თანხა აღებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში.
აწარმოე ბიზნესი შეუფერხებლად, კრედო ბანკის საბანკო გარანტიის დახმარებით!
გარანტი - საბანკო გარანტიის გამცემი
პრინციპალი არის საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების მქონე პირი.
ბენეფიციარი არის პრინციპალის კრედიტორი მომხმარებელი, რომელსაც გააჩნია პრინციპალისგან მოთხოვნის უფლება.
გარანტი ვალდებულებას იღებს ბენეფიციარს გადაუხადოს ფულადი თანხა, ამ უკანასკნელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
საბანკო გარანტიის ხელშეკრულება დადებულად ითვლება პრინციპალისა და გარანტის მიერ შეთანხმების და საბანკო გარანტიის გაცემის მომენტიდან