ჩატი

ციფრული სესხი

ციფრული სესხი - საშუალებას გაძლევთ მოითხოვოთ და მიიღოთ 12 000 ლარამდე თანხა სრულიად დისტანციურად, Mycredo მობაილ ბანკის საშუალებით. სესხის მოთხოვნა შესაძლებელია ნებისმიერი საჭიროების დასაფინანსებლად, ნებისმიერი სახის შემოსავალის საფუძველზე, იქნება ეს აგრო საქმიანობა თუ მცირე ბიზნესი, ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა ხელფასს ხელზე იღებთ თუ ბანკში გერიცხებათ.

სესხის მიღება სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე არის შესაძლებელი. თანხის მოთხოვნას და დამტკიცებული სესხის ხელშეკრულების დადასტურებას სრულიად ონლაინ შეძლებთ.

თანხის მისაღებად საჭიროა:

  • გადმოწეროთ Mycredo აპლიკაცია
  • გაიაროთ რეგისტრაცია/ავტორიზაცია
  • პროდუქტებში - აირჩიოთ და მოითხოვოთ ციფრული სესხი
  • დაელოდოთ ჩვენი წარმომადგენლის ზარს
    * განაცხადის დამუშავება ხდება დილის 9:00-სთ.დან საღამოს 22:00 სთ.მდე, ხოლო თანხის მიღებას Mycredo-დან ნებისმიერ დროს შეძლებთ
  • ინტერნეტ და მობაილ ბანკში დაეთანხმოთ დამტკიცებული სესხის ხელშეკრულებას და გადახდის გრაფიკს.

რის შემდეგაც, თანხა დაირიცხება კრედო ბანკში თქვენს ანგარიშზე, რომლის განკვარგვას როგორც პლასტიკური ბარათის, ასევე ინტერნეტ და მობაილ ბანკ Mycredo-ს საშუალებით მარტივად შეძლებთ.

განაღდების შემთხვევაში კი თანხას ჩვენივე ბანკის ბანკომატებიდან საკომისიოს გარეშე გაიტანთ.

უპირატესობა
  • სწრაფი და მარტივი პროცედურა
  • დამტკიცების მაღალი მაჩვენებელი
  • თანხის ონლაინ მიღების შესაძლებლობა
  • სეზონურ შემოსავლებზე მორგებული სეზონური გადახდის გრაფიკი
სესხის პირობები

სესხის თანხა

  • 500-დან 12 000 ლარამდე ნებისმიერი ტიპის შემოსავლის შემთხვევაში

სესხის ვადა

  • 7-48 თვე სამომხმარებლო მიზნობრიობით მოთხოვნილი სესხების შემთხვევაში
  • 7-60 თვე ბიზნეს მიზნობრიობით მოთხოვნილი სესხების შემთხვევაში
  • სეზონურ შემოსავლებზე მორგებული გადახდის გრაფიკი