კრედო ბანკი, როგორც მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ლოიალური კავშირის გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უწყობს ხელს. სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, კრედო ბანკმა, მომხმარებლებს ერთ-ერთმა პირველმა წარუდგინა მეტად ხელმისაწვდომი და პრაქტიკული ონლაინ განვადების სისტემა, რომელმაც მაღალის სიზუსტით უპასუხა მომხმარებლისა თუ ბიზნესის საჭიროებებს. დღეს კი, ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი ონლაინ განვადების სისტემის დამსახურებით კრედო ბანკი ონლაინ განვადების ბაზრის წილით მყარად იკავებს N1 პოზიციას!

 

უფრო ზუსტად, რას გულისხმობს კრედო ბანკის ონლაინ განვადების სახით, მომხმარებლისათვის მეტად ხელმისაწვდომი და კომფორტული გადაწყვეტის შეთავაზება?
კრედო ბანკი, ერთი მხრივ უზრუნველყოფს - ნებისმიერი ტიპის შემოსავლის, მათ შორის არაოფიციალური - თვითდასაქმებიდან მიღებული და აგრო შემოსავლის საფუძველზე განვადებით სარგებლობას,  მეორეს მხრივ კი პროცესების ფიზიკურიდან „ონლაინ“ სივრცეში გადატანას.
ამდენად, მომხმარებელს საშუალება აქვს სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოს სასურველი ნივთი და ონლაინ განვადების მოთხოვნაც დისტანციურად დააფიქსიროს.
განვადების მოთხოვნას სასურველი პარტნიორი ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდიდან დააფიქსირებთ, ხოლო დამტკიცებული განვადების ხელშეკრულების დადასტურებას ორი გზით, ინტერნეტ ბანკ Mycredo.ge-ზე ავტორიზაციის ან სახის ამომცნობი ფუნქციონალის მეშვეობით მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ასევე, პლატფორმის ganvadeba.credo.ge მეშვეობით შეძლებთ.
დისტანციურადვე ხდება ყველა შემდგომი პროცესის წარმართვაც.

 

სასურველი პროდუქტის შეძენა ჩვენგან ხშირად დიდ ენერგიასა და დროის რესურსს მოითხოვს, მაღაზიებში განვადების რიგში დგომა კი მეტად არასასიამოვნო პროცესია. როგორც შედეგებმა ცხადყო, კრედო ბანკმა სწორად განსაზღვრა მომხმარებლის სურვილები, როდესაც მათ პროდუქტის შეძენის მეტად ხელმისაწვდომი ფორმა შესთავაზა და ონლაინ განვადების ბაზარზე ლიდერის სტატუსიც მალევე მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ კრედო ბანკის ონლაინ განვადების სისტემა ფიზიკურ პირებთან ერთად დამატებით შესაძლებლობებს ბიზნესსაც სთავაზობს. merchants.credo.ge-ის დახმარებით საუთარი ვებ გვერდის გარეშე, ნებისმიერი პროდუქტის თუ მომსახურების პლატფორმაზე განთავსება და გენერირებული ლინკით მისი მომენტალურად - განვადებით გაყიდვაა შესაძლებელი. სისტემა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შეთავაზებული პროდუქტის  ონლაინ გაყიდვების ზრდასა და ბიზნესის გაძლიერებას.

 

დღეს, ონლაინ განვადების ბაზარზე კრედო ბანკი მოწინავე პოზიციას იკავებს, ონლაინ სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობიდან და ციფრული სერვისების განვითარების დინამიკიდან გამომდინარე კი ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება კმაყოფილი და ლოიალური ადამიანების რაოდენობა.
თავის მხრივ, კრედო ბანკში აქტიურად განაგრძობენ მუშაობას, რათა მომხმარებლებს მეტად კომფორტული ციფრული საბანკო პროდუქტები და მოსახერხებელი პირობები შესთავაზონ.

 

www.credobank.ge