კრედო ბანკი თავის მომხმარებელს მალე ახალ პროდუქტს, ინტერნეტ ბანკს შესთავაზებს, რომლის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს შეასრულოს სასურველი საბანკო ოპერაციები, ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია.

ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს:

  • გაიაქტიუროს სესხი ონლაინ
  • დაფაროს სხვადასხვა ტიპის გადახდები
  • აკონტროლოს ხარჯები და შემოსავლები

გარდა ამისა, ფილიალში მისვლის გარეშე შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარ ანგარიშებსა და ბარათებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.