პროგრამა „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, ასევე, ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების წარმოების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას. გაზრდის საექსპორტო პოტენციალის და ხელს შეუწყობს იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებას. ამასთან, გაადვილებს გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რაც თავისმხრივ გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას.

თანადაფინანსება ხორციელდება ოთხი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:

  • მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების
  • სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების
  • სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების
  • სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის

პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ითვალისწინებს ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი სახელმწიფო თანადაფინანსების გამოყოფას, კრედო ბანკი კი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სპეციალური, იაფი ფინანსური რესურსით დააფინანსოს როგორც თანადაფინანსების დარჩენილი წილი, ასევე პროექტის განსახორციელებლად წარმოშობილი ნებისმიერი საჭიროება.

Kalo.ge -ს მაღალკვალიფიციური აგრონომების გუნდი კი გაგიწევთ შესაბამის კონსულტაციას მრავალწლიანი და კენკროვანი კულტურების შესახებ, აგრო საინჟინრო და ბუნებრივი პირობების შესახებ. უზრუნველყოფს მიწის ანალიზს და მოგცემთ პასუხების შესაბამის რეკომენდაციებს. ამასთან, დაგეხმარებათ სარწყავი სისტემების მომწოდებლის მოძიებაში, პროექტ დანერგე მომავალთან შესაბამისობის დადგენაში და ყველა საჭირო საბუთის შეგროვება-წარდგენისთვის მომზადებაში.

გაანაშენიანე შენი კუთხე კრედო ბანკისა და „კალოს“ დახმარებით!
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილე - ბმულზე