ჩატი

მოსავლის დაზღვევა

სტიქიური მოვლენებს წინასწარ ვერ გათვლით, სწორედ ამიტომ მოსავლის დაზღვევა საუკეთესო გამოსავალია!
მოსავლის დაზღვევა უზრუნველყოფს თქვენს სიმშვიდეს, ფინანსურ სტაბილურობას და რაც მთავარია - თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს.თუკი თქვენი მოსავალი ნაწილობრივ ან სრულად განადგურდება, წარმოქმნილ ზარალს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე აანაზღაურებს.

 

დაზღვევის საფასურის 70%-მდე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო დაგიფინანსებთ.

 

მოსავალი შეგიძლიათ დააზღვიოთ შემდეგი რისკებისგან:
  • სეტყვა
  • წყალდიდობა
  • ქარიშხალი
  • საშემოდგომო ყინვა - ციტრუსოვანი კულტურებისთვის

 

დააზღვიეთ მოსავალი კრედო ბანკის განვადებით დღეს, გადაიხადეთ მოსავლის აღების შემდეგ და იგრძენით თავი მშვიდად!
უპირატესობა
  • დაზღვევის მარტივი პროცედურა
  • დაზღვევის განვადებით შეძენის შესაძლებლობა
  • ზარალის დადგომისთანავე ანაზღაურება
  • სახელმწიფო სუბსიდირების მიღების შესაძლებლობა
  • საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობა - საფასურს იხდით სადაზღვევო პერიოდის ბოლოს, მოსავლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის მიღების შემდეგ
  • სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს
  • 1 წელზე მეტი ვადით გაფორმებულ სადაზღვევო პოლისს აქვს მხოლოდ ერთჯერადი მოცდის პერიოდი (4 დღე), ხელშეკრულების ხელმოწერისას, ხოლო ხელშეკრულების ვადის ბოლომდე პოსილი ავტომატურად მოქმედი და აქტიურია
სადაზღვევო კულტურები
  • ვაზი
  • მარცვლული კულტურები
  • პარკოსანი კულტურები
  • ბოსტნეული კულტურები
  • ბაღჩეული კულტურები
  • ხეხილი
  • კენკროვანი კულტურები
  • კაკლოვანი კულტურები
  • სუბტროპიკული კულტურები
  • ციტრუსი