ჩატი
ინტერნეტბანკი

შეღავათიანი აგროკრედიტი

შეღავათიანი აგროკრედიტი წარმოადგენს კრედო ბანკისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ერთობლივ პროექტს

პროექტის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ იაფი აგროკრედიტით - ერთწლოვანი კულტურის წარმოების დასაფინანსებლად

  • სათესი და სარგავი მასალის ხარჯების დასაფარად
  • პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შესაძენად
  • შრომითი რესურსების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების ხარჯების დასაფარად
  • სარწყავი სისტემების სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად

პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი პირველი 6 თვის განმავლობაში, სრული მოცულობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება! 

 

არ აქვს მნიშვნელობა თქვენ სახელზეა თუ არა, ან რეგისტრირებულია თუ არა მიწის ნაკვეთი, რომელზეც გსურთ აღნიშნული საქმიანობის წარმოება. პროექტის პირობებით სარგებლობა ყველა შემთხვევაში შეგიძლიათ.

 

შეღავათიანი აგროკრედიტით ასევე შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო ძირითადი საშუალების შეძენა, ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გაფართოებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

 

პირობები იხილეთ შემდეგ ბმულზე

უპირატესობა
  • სესხის აღების სწრაფი და მარტივი პროცედურა
  • უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი
  • შემოსავლების სეზონურობაზე მორგებული გადახდის გრაფიკი
  • საშეღავათო პერიოდები
  • საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ
პირობები
  • სესხის თანხა - 5,000 ₾-დან
  • სესხის ვადა
    • ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში - 24 თვემდე
    • ძირითადი საშუალებებისთვის -120 თვემდე
  • საშეღავათო პერიოდი
    • 10 თვემდე წელიწადში
    • 22 თვემდე ახალი კულტურების გაშენების შემთხვევაში
  • სეზონურ შემოსავლებზე მორგებული გადახდის გრაფიკი
  • სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება
    • ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში - პირველი 6 თვის საპროცენტო განაკვეთი
    • ძირითადი საშუალებების შემთხვევაში - წლიური 11%-მდე

 

ერთწლოვანი კულტურები და მათი მოვლა-მოყვანის ხარჯი 1 ჰა-ზე

კონკრეტული ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მაქსიმალური ხარჯი 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://arda.gov.ge/rules/new/index.html