ჩვენი ბანკი პირველად ჩაერთო მარტის თვეში გამართულ ღონისძიებაში „გლობალური ფულის კვირეული“. ყოველწლიური ხასიათის აქტივობა საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ორგანიზებით იმართება.

ამავე მიზნით გადავწყვიტეთ საქართველოს სამ ქალაქში: გურჯაანში, გორსა და სამტრედიაში, 13,14 და 16 მარტს, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გაგვემართა ტრენინგები თემაზე - „ფულადი საკითხები მნიშვნელოვანია,“ რომლის ფარგლეშიც  მოსწავლეებს განემარტათ დაზოგვის მნიშვნელობა მათი მომავალი გეგმების განსახორციელებლად. სამივე ქალაქში ტრენინგს 58 მოსწავლე დაესწრო.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელებასა და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისებას.