სს  ,,კრედო ბანკი“ არის  კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია.  ს.ს ,,კრედო ბანკის“ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს ,,კრედო ბანკი“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
  • პროფესიული ტრენინგები;

 

 

 

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

 

 

  • კლიენტების მოზიდვა;
  • სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება;
  • საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
  • საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;
  • ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

 

 

აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით);
  • სესხის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

 

 

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge ან შეავსეთ აპლიკაცია. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სესხის ოფიცერი გურჯაანში).

 

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 სექტემბერი

 

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.