კრედო ბანკმა საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კიდევ ერთი სერვისცენტრი გახსნა, რომელიც ექსპატ მომხმარებლებს საბანკო-საკრედიტო პროდუქტებსა და სერვისებზე სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.

სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე, კვირის გარდა.

ორშაბათი - პარასკევი: 10:00-17:30 საათამდე
შაბათი: 10:15-12:15 საათამდე

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის #55

 

კრედო ბანკი საქართველოს მასშტაბით, 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი და როგორც ქართველ ასევე, უცხოელ მომხმარებლებს მრავალფეროვან, მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო-საკრედიტო პროდუქტებს სთავაზობს.
ბანკის მფლობელი სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმია, რომელიც გერმანული Access Microfinance Holding, შვეიცარული responsAbility Investments AG, ნიდერლანდული Triodos Investment Management და ფრანგული Proparco-სგან შედგება.

კრედო ბანკი დღეისათვის 20 000-მდე ექსპატ მომხმარებელს ემსახურება და კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით ფილიალების დამატებას თუ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და მომსახურების შექმნას.

კრედო ბანკის სპეციალური შეთავაზებები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - იხილეთ აქ

წლის ბოლომდე კი რიგით მესამე ექსპატ სერვისცენტრის გახსნა იგეგმება ქალაქ ბათუმში.