კრედო ბანკმა ახალი სერვისცენტრი სტეფანწმინდაში გახსნა!

სერვისცენტრი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების დაცვით და უზრუნველყოფს სწრაფი და ხარისხიანი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების მიღებას.სივრცეში განთავსებულია ჩასარიცხი აპარატები და ბანკომატი, ნებისმიერი ტიპის ფინანსური ოპერაციის შესასრულებლად.

საქართველოს მასშტაბით, კრედო ბანკი უკვე 91 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი და მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, მრავალფეროვან, მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.

სერვისცენტრი იმუშავებს ყოველ დღე, კვირის გარდა.

მისამართი:

დაბა სტეფანწმინდა, ალექსანდრე ყაზბეგის მოედანი # 23ა

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი: 10:00 -17:30

შაბათი: 10:15 -12:15

ცხელი ხაზი *42 42